Metro (სადიზაინო ენა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
==პრინციპები==
[[File:Segoe UI Revision Differences.png|thumb|[[Segoe|Segoe UI]]-ის ფონტი Windows 7-ში (ზევით) და Windows 8-ში (ქვევით)]]
[[File:Windows 8 Release Preview Start Screen.png|thumb|right|[[Windows 8]]-ის Start Screen-ი წარმოდგენილია ბრტყელი, ფერადი "ცოცხალი" ფილებითა და "ფილების კედლის" ჰორიზონტალურად მოძრაობის ფუნქციით, როგორც თავის დროზე იყო (და ახლაც არის) წარმოდგენილი [[Windows Phone]]-ი და [[Xbox 360]]-ის საოპერაციო სისტემა.]]
სადიზაინო ენის, Metro-ს, შექმნაში დიდი გავლენა მოახდინა Microsoft-ის დიზაინერთა გუნდის შთაგონებამ, რომელიც საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დაკვირვების დროს მიიღეს; მაგალითად, ისინი აკვირდებოდნენ [[King County Metro]]-ს ([[საზოგადოებრივი ტრანსპორტი|საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის]] განყოფილება [[ვაშინგტონი (შტატი)|ვაშინგტონის]] ერთერთ [[აშშ-ის ადმინისტრაციული დაყოფა|ოლქში]], კერძოდ [[King County, ვაშინგტონი|King County]]-ში). ეს სისტემა [[სიეტლი|სიეტლის]] დიდ ფართობს მოიცავს, სადაც კომპანია Microsoft-ის სათაო ოფისებია განლაგებული. სადიზაინო ენა ხაზს უსვამს კარგ ტიპოგრაფიასა და ტექსტებს - დიდი ზომის შრიფტით, რაც თვალისთვის მისწრებაა. Microsoft-ის ხედვით, ეს სადიზაინო ენა არის "ლამაზი, სწრაფი, თანამედროვე" და [[კომპიუტერული ხატულა|ხატულებზე]] დაფუძნებული ინტეფეისის (ასეთი ინტერფეისი აქვს [[ვინდოუსი|Windows]]-ს, [[Android]]-სა და [[iOS]]-ს) მკაფიოდ გაუმჯობესებული "განახლება". ყველანაირი ტექსტი იყენებს [[Segoe]] [[შრიფტი|შრიფტის]] [[კომპიუტერული ფონტი|ფონტებს]]. Segoe შრიფტი, რომლის ლიცენზია შეიძინა Microsoft-მა, შექმნა [[სტივ მეტისონი|სტივ მეტისონმა]] [[Monotype Corporation]]-ში (კორპორაცია, რომელიც ქმნის შრიფტებს სხვადასხვა დიზაინით). Microsoft-მა შექმნა Segoe-ს ორი ახალი ვერსია, ერთი [[Zune]]-ისთვის, რომელსაც Zegoe UI უწოდეს, და მეორე [[Windows Phone]]-ისთვის, რომელსაც Segoe WP დაარქვეს. ეს ფონტები მხოლოდ მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აშკარა განსხვავება Segoe UI-სა და Segoe WP-ს შორის შეიმჩნევა შესაბამის ციფრების სიმბოლოებში. Windows 8-ში Segoe UI-ს აშკარა განსხვავებები ჰქონდა ისევე როგორც Segoe WP-ს. ყველაზე მეტად თვალსაჩინოა ტიპოგრაფიული ცვლილებები შემდეგი სიმბოლოებისა: 1, 2, 4, 5, 7, 8, I და Q.