ცვალებადობათა ფორმები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
{{ვიკი}}
'''ცვალებადობათა ფორმები''' ცვალებადობა ცოცხალი სისტემის ზოგადი თვისებაა. იგი თან ახლავს გამრავლებას, რის შედეგაც ორგანიზმები განსხვავებული ფორმებით - ვარიანტებით არსებობენ. გამოყოფენ ცვალებადობის ორ ძირითად ფორმას: არამემკვიდრულს (ფენოტიპურს) და მემკვიდრულს (გენოტიპურს).
 
==მემკვიდრული ცვალებადობა==
მემკვიდრული ცვალებადობის შემთხვევაში ნიშან-თვისების შეცვლას გენოტიპში მომხდარი ცვლილება განაპირობებს, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა. გამოყოფენ მემკვიდრული ცვალებადობის ორ ფორმას: კომბინაციურსა და მუტაციურს.
 
 
'''კომბინაციური ცვალებადობა'''. რეკომბინაციის მეშვეობით ხორციელდება მშობლებში არსებული გენეტიკური მასალის შთამომავლებში გადანაწილება, რაც კომბინაციური ცვალებადობის საფუძველია. რეკომბინაცია არის უნივერსალური ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც მთელ ცოცხალ სისტემაში-პროკარიოტებსა, ევკარიოტებსა და მათ ვირუსებში მოქმედებს: ევკარიოტულ ორგანიზმებში იგი სქესობრივი პროცესით ხორციელდება, პროკარიოტებში-კონიუგაცია, ტრანსფორმაცია და ტრანსდუქცია, ვირუსებში კი ერთობლივი ინფიცირება იწვევს. გენების ახალი თანაწყობა და მათი ახალი კომბინაციები ცვლიან გენოტიპს. ევკარიოტებში კომბინაციუეი ცვალებადობა სამი მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად ხდება: 1. მეიოზის დროს ქრომოსომათა კომბინაციების მიხედვით განსხვავებული გამეტები ყალიბდება; 2. ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის მონაკვეთEბის რეციპროკული გაცვლით-კროსინგოვერით, რითაც შეჭიდულ გენთა ჯგუფებში გაერთიანებული ალელების გადანაწილება და ჯგუფების ახალი ვარიანტების ჩამოყალიბება ხდება; 3. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი გამეტების შემთხვევითი შერწყმით.
 
 
'''მუტაციური ცვალებადობა'''. ცოცხალი სისტემის მემკვიდრული ინფორმაციის შემცველი სტრუქტურის გენოტიპის ცვლილებას, რომლის დროსაც ხდება გენის, ქრომოსომის სტრუქტურის ან მათი რიცხვის ცვლილება, მუტაციური ცვალებადობა ეწოდება.
 
მუტაცია ცოცხალი სისტემის უნივერსალური თვისებაა. იგი მიმდინარეობს ვირუსებიდან მოყოლებული უმაღლეს მცენარეებსა და ცხოველებში, თვით ადამიანის ჩათვლით.
 
 
დღეისათვის მუტაციის ტიპების დაჯგუფება რამდენიმე პრინციპით ხორციელდება:
 
I. გენომის ცვლილების ხასიათის მიხედვით: 1. გენომური მუტაციები ქრომოსომების რიცხვის ცვლილება; 2. ქრომოსომული მუტაციები-ქრომოსომის სტრუქტურის ცვლილება; 3. გენური მუტაციები.
 
II. ჰეტეროზიგოტაში გამოვლენის მიხედვით: 1. დომინანტური; 2. ნახევრადდომინანტური, 3. რეცესიული.
 
III. მუტაციის გამომწვევი მიზეზების მიხედვით: 1. სპონტანური-წარმოშობა ბუნებრივად, აშკარა მიზეზის გარეშე; 2. ინდუცირებული-ხელოვნურად, ექსპერიმენტატორის მიერ ინდუქციის უნარის მქონე ფაქტორის ზემოქმედებით.
 
IV. უჯრედში ლოკალიზაციის მიხედვით: 1. ბირთვული; 2. ციტოპლაზმური-იგულისხმება არაბირთვული გენების მუტაცია.
 
V. შესაძლოა მემკვიდრეობის მიხედვით: 1. გენერაციული-სასქესო უჯრედებსა და სპორებში მომხდარი, რომელიც მემკვიდრეობს; 2. სომატურ-სხეულის სომატურ უჯრედებში წარმოქმნილი, იგი არამემკვიდრულია. იწვევს სხეულის მოზაიკურობას (მუტაცია სხეულის უჯრედების მხოლოდ ნაწილს აქვს). მისი შენარჩუნება ვეგეტატიური გამრავლებით ან უჯრედული ინჟინერიის გზითაა შესაძლებელი.
 
==გენური მუტაციები==