ყიზილბაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 24 interwiki links, now provided by Wikidata on d:q60269 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Qezelbash.JPG|thumb|ყიზილბაში]]
'''ყიზილბაშები''' ([[თურქ.]]: {{lang-tr|Kızılbaş}}, [[აზერბ.]]: {{lang-az|Qızılbaş}}, [[სპარს.]]: {{lang-fa|قزلباش}} Qezelbāsh) — „წითელთავიანები“, თურქული მომთაბარე ტომების გაერთიანება მცირე აზიასა და აზერბაიჯანში („ყიზილბაშები“ მიიღეს XV საუკუნის II ნახევარში). ეს სახელი დაერქვა ვრცელი სპექტრის ექსტრემისტ [[შიიზმი|შიიტ]] მეომართა დაჯგუფებებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ირანში საფავიდთა დინასტიის დაფუძნებაში. მათი წითელი თავსაბურავი შედგებოდა 12 ნაკეცისაგან, რაც სიმბოლურად 12 შიიტ იმამს აღნიშნავდა.
 
არდებილის შიიტური ორდენის [[სეფევიე|სეფევიეს]] მთავარი სამხედრო დასაყრდენი. სეფევიეს შეიხების მეთაურობით ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ მეზობელ არამუსლიმან ქვეყნებს ([[საქართველო]]ს, [[ტრაპიზონის იმპერია]]ს და სხვა). XVI საუკუნის დასაწყისში ისმაილ I-ის მეთაურობით ყიზილბაშებმა გაანადგურეს [[აყ-ყოიუნლუ|აყ-ყოიუნლუს]] სახელმწიფო და [[1502]] წელს [[ისმაილ I]] [[შაჰი|შაჰად]] გამოაცხადეს. ასე შეიქმნა სეფიანთა სახელმწიფო, სადაც XVI საუკუნის დასასრულამდე ყიზილბაშების ზედა ფენას ეჭირა გაბატონებული მდგომარეობა. [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-ის]] სამხედრო რეფორმის შემდეგ პოლიტიკური მნიშვნელობა და მათი ლაშქრის ძლიერება საგრძნობლად დაეცა. XVI-XVII საუკუნეებში რუსულ ოფიციალურ დოკუმენტებში ყიზილბაშებს უწოდებდნენ სეფიანთა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომს, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ ისტორიულ წყაროებში ყიზილბაშები ერქვათ ირანის მეომრებს, ზოგჯერ კი თვით ქვეყანას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყიზილბაშები“-დან