ხუდონის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხუდონჰესი''' — ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1985 წლიდან შე...
(განსხვავება არ არის)

00:25, 9 ოქტომბერი 2013-ის ვერსია

ხუდონჰესიჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1985 წლიდან შენდება საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება. კაშხლის სიმაღლე კი 202 მეტრი.[1]

ისტორია

ხუდონჰესის მშენებლობის იდეა მე–20 საუკუნის 70–იანი წლებიდან გაჩნდა. სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების პროტესტის და ადგილობრივი მცხოვრებთა ძალისხმევით პროექტი შეჩერდა. 2011 წელს მშენებლობის უფლება მოიპოვა ინდურმა კომპანია ტრანს ელექტრიკამ. კომპანიას 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა.

პერსპექტივა

ხუდონჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში. სიმძლავრე 702 მეგავატი, საშუალო წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდი კვ/სთ, კაშხლის სიმაღლე 202 მეტრი, წყალსაცავის სარკის ზედაპირი 526 ჰექტარი. გამომუშავებული ელექტროენერგიის 9% დარჩება საქართველოში, რაც ქვეყნის მოხმარების 1%–ს შეადგენს. 91%–ის ექსპორტი იგეგმება თურქეთში.[2]

საპროტესტო გამოსვლები

 
80–იანი წლების გამოსვლები ხუდონჰესის წინააღმდეგ
 
სტუდენტების და ადგილობრივი მოსახლეობის აქცია სოფელ ხაიშში

ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მე–20 საუკუნის 80–იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად აქციები სტუდენტებმა დაიწყეს, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ეროვნული მოძრაობის წევრები და საზოგადოების ნაწილი, საპროტესტო მუხტი მაღალი იყო სვანეთშიც. აქციის რამდენიმე მონაწილემ უვადო შიმშილობაც დაიწყო. 2013 წელს ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს ხაიშის თემის მოსახლეობა, ისინი არ ეგუებიან საცხოვრებელი სახლებისა და წინაპართა საფლავების დატბორვას.[3] აქციებს მართავენ სტუდენტები და საზოგადოების ნაწილი.[4][5]

რისკები

ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირი 5,2 კმ² იქნება ხოლო წყლის მოცულობა 500 მლნ. მ³. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მიწისქვეშა ბიძგების, დივერსიის ან ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყლის მასა შეუერთდება ჯვრის წყალსაცავს. არსებობს რისკი რომ ენგურჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ამ რაოდენობის წყლის წნევას, გაირღვევა და 1600 მლნ. მ³ წყალი გამონთავისუფლდება, წყლის ეს რაოდენობა საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს და თურქეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილს. ამასთან ერთად ხუდონჰესი შეცვლის ჰავას რეგიონში, ტენიანობის მომატების შედეგად კი განადგურდება მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლი–უშგულში მდებარე სვანური ციხე–სახლები და კოშკები. ასევე შესაძლოა ეკოციდის საფრთხის ქვეშაც აღმოვჩნდეთ, წყლით დაიფარება 1536 ჰექტარი მიწა, საიდანაც 1100 ჰექტარი ტყეა.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ტ/კ იმედის სიუჟეტი ხუდონჰესის შესახებ
  2. მწვანე ალტერნატივის შეფასება
  3. ადგილობრივი მოსახლეობის ფიცი
  4. სტუდენტების და ადგილობრივი მოსახლეობის აქცია სოფელ ხაიშში
  5. აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან
  6. რისკების შეფასება