ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
== ისტორია ==
 
ძველი საეპარქიო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების შემოსევების შემდეგ, გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი [[სამეგრელო]]სა და [[იმერეთი|იმერეთს]] შეაფარეს.
 
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] თავის ქალის ნაწილი, წმიდა [[იოანე ოქროპირი]]ს სარკოფაგი და სხვ.
 
დასავლეთ საქართველოში, [[აფხაზეთი]]ს საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს, იმერეთის1814 სამეფოსწელს სამღვდელმთავროებისაკათალიკოსოში 4-მდემოქმედებდა შემცირდაშემდეგი ეპარქიები: ქუთაისის, ხოლოგელათის, ხონის, ნიკორწმინდის, ცაგერის, ჭყონდიდის, ცაიშისა და ჯუმათ-შემოქმედის; მმართველ მღვდელმთავართა რიცხვს ემატებოდა ხინოწმინდის ტიტულარული მღვდელმთავარი დავით წერეთელი. მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. XIX ს. 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც [[1885]] წლამდე განაგებდნენ [[ქართველი]] მღვდელმთავრები. [[1885]] წლიდან [[სოხუმის ეპარქია|სოხუმის ეპარქიის]] სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის [[რუსი]] ეპისკოპოსები მართავდნენ. [[რუსეთი]]ს ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, [[რუსეთი]]ს უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, - [[1914]] წელს [[აფხაზეთის ეპარქია|აფხაზეთის ეპარქიის]] დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი [[რუსეთი]]ს სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. [[თბილისი|თბილისში]] მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ [[პეტიცია]] წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას {{ფაქტი}}. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი [[აფხაზი]] საზოგადო მოღვაწე [[გიორგი შერვაშიძე]].
 
== ეპარქიის მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ==