გილგამეშის ეპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q8272
ხაზი 35:
[[გილგამეში]] ამჩნევს, რომ უთნაფიშთიმი მისგან არაფრით განსხვავდება და სთხოვს მას მოყვეს თავისი ისტორია და განმარტოს, თუ რატომ აქვს განსხვავებული ბედი. უთნაფიშთიმი უამბობს მას დიდი [[წარღვნა|წარღვნის]] შესახებ, რომელსაც მხოლოდ იგი გადაურჩა და ამის შემდეგ ღმერთების მიერ უკვდავება აქვს მინიჭებული. იგი ეჭვობს, თუ რატომ უნდა დასდონ ღმერთებმა იგივე პატივი გილგამეშს, თუმცა უხალისოდ მაინც თანხმდება მისცეს უკვდავობის შანსი მას, მაგრამ, ჯერ გამოცდის სახით სთხოვს ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი თავის სათქმელს დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს მას გილგამეშის გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ [[გილგამეში|გილგამეშმა]] ვერ უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი გააფთრებულია და მას და ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის. გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი სთხოვს მის ქმარს წყალობა გამოიჩინოს გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად. უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ უამბობს, რომელიც ოკეანის ფსკერზე ხარობს და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნება შეიძლება. გილგამეში მართლაც იპოვის მცენარეს ფეხებზე მიბმული ქვების დახმარებით, რაც მას საშუალებას აძლევს ოკეანის ფსკერზე გადაადგილდეს, თუმცა არ სჯერა მცენარის ძალის და გადაწყვეტს [[ურუქი|ურუქში]] დაბრუნების შემდეგ მოხუც კაცზე გამოცადოს ის. საუბედუროდ, ცურვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი იპარავს. ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფე ტირილს იწყებს ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, [[გილგამეში]] ბრუნდება [[ურუქი|ურუქში]] და ურშანაბისთან აქებს ქალაქის მასიურ და მტკიცე გალავანს.
 
არ გვხვდება მასალა
== მეთორმეტე ფირფიტა ==
''ეს ფირფიტა ეპოსის საერთო შინაარსისაგან განსხვავდება და კონტექსტიდან ამოვარდნილია. იგი სავარაუდოდ სხვა ავტორის მიერ მოგვიანებითაა დაწერილი.'' [[გილგამეში]] შესჩივლებს [[ენქიდუ|ენქიდუს]], რომ თავისი სათამაშო ბურთები მიწისქვეშეთში ჩაუცვივდა. [[ენქიდუ]] მათ უკან ამოტანას სთავაზობს. გახარებული გილგამეში არიგებს მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა უკან დაბრუნება შეძლოს. ენქიდუ ივიწყებს მეგობრის სიტყვას და ყველაფერს მისი რჩევის საპირისპიროდ აკეთებს. შედეგად, იგი თავს ვერ აღწევს მიწისქვეშეთს და იქ დარჩენა უწევს. შეწუხებული გილგამეში ღმერთებს ევედრება, დაეხმარონ თავისი მეგობრის დაბრუნებაში. ღმერთები – ენლილი და სინი თავს არ იწუხებენ მისთვის პასუხის გასაცემად, ხოლო [[შამაში]] და ეა კი მის დახმარებას გადაწყვეტენ. შამაში დედამიწაში ხვრელს აკეთებს, საიდანაც ენქიდუ ამოდის. ფირფიტა იმით სრულდება, რომ [[გილგამეში]] ეკითხება ენქიდუს იმის შესახებ, თუ რა იხილა მან მიწისქვეშეთში. მოთხრობის მიხედვით გაურკვეველია [[ენქიდუ]] მართლაც უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, თუ იგი მხოლოდ მოჩვენებად არსებობს.
 
== პერსონაჟები და გეოგრაფიული ობიექტები ==