დიორიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
| გამოიყენება = მშენებლობაში
}}
'''დიორიტი''' ([[ფრანგ.]] diorite, [[ბერძნ.]] diorízo — ვარჩევ) — ნაცრისფერი სრულკრისტალური საშუალო სიმჟავიანობის (SiO<sub>2</sub> 55-65%) მაგმური ინტრუზიული ქანი. დიორიტის მთავარი მინერალებია საშუალო [[პლაგიოკლაზი]], [[რქატყუარა]], იშვიათად შეიცავს [[პიროქსენი|პიროქსენსა]] და [[ბიოტიტი|ბიოტიტს]], ზოგჯერ — [[კვარცი|კვარცსაც]]; აქცესორული მინერალებია — [[აპატიტი]], [[მაგნეტიტი]], [[ილმენიტი]] და სხვა. დიორიტი ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის [[შტოკი|შტოკს]], [[დაიკი|დაიკს]], [[ლაკოლითი|ლაკოლითსა]] და სხვა.<ref>{{ქსე|3|561||არა}}</ref> დიორიტის საბადოები ცნობილია [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], [[იტალია]]ში, [[გერმანია]]ში, [[ფინეთი|ფინეთში]], [[შვედეთი|შვედეთში]], [[რუმინეთი|რუმინეთში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[ეგვიპტე]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[აშშ]]-ში. იყენებენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად. ძვირფასი საშენი მასალაა.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=11214 დიორიტი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> დიორიტისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგიერთი დიორიტი მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად ექვემდებარება გაკრიალებას. [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტესა]] და [[მესოპოტამია]]ში იყენებდნენ როგორც სკულპტურულ მასალას. მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დიორიტი სკულპტურაში ექვემდებარება განზოგადებულ დამუშავებას.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Диорит/ დიორიტი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref> დიორიტი გავრცელებულია [[საქართველო]]შიც.<ref>[http://www.mining-enc.ru/d/diorit/ დიორიტი — სამთო ენციკლოპედია]</ref> აღსანიშნავია მოსაპირკეთებელი წიფის კვარციანი დიორიტის საბადო (802 ათასი მ³).<ref>[http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8b/Imereti_passport.pdf იმერეთის მხარე]</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიორიტი“-დან