დიორიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
| გამოიყენება = მშენებლობაში
}}
'''დიორიტი''' ([[ფრანგ.]] diorite, [[ბერძნ.]] diorízo — ვარჩევ) — ნაცრისფერი სრულკრისტალური საშუალო სიმჟავიანობის (SiO<sub>2</sub> 55-65%) მაგმური ინტრუზიული ქანი. დიორიტის მთავარი მინერალებია საშუალო [[პლაგიოკლაზი]], [[რქატყუარა]], იშვიათად შეიცავს [[პიროქსენი|პიროქსენსა]] და [[ბიოტიტი|ბიოტიტს]], ზოგჯერ — [[კვარცი|კვარცსაც]]; აქცესორული მინერალებია — [[აპატიტი]], [[მაგნეტიტი]], [[ილმენიტი]] და სხვა. დიორიტი ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის [[შტოკი|შტოკს]], [[დაიკი|დაიკს]], [[ლაკოლითი|ლაკოლითსა]] და სხვა. დიორიტის საბადოები ცნობილია [[დიდი ბრტიანეთი|დიდ ბრიტანეთში]], იტალიაში[[იტალია]]ში, გერმანიაში[[გერმანია]]ში, [[ფინეთი|ფინეთში]], [[შვედეთი|შვედეთში]], [[რუმინეთი|რუმინეთში]], [[თურქეთი|თურქეთში]], ეგვიპტეში[[ეგვიპტე]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[აშშ]]-ში. იყენებენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად. ძვირფასი საშენი მასალაა. დიორიტისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგიერთი დიორიტი მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად ექვემდებარება გაკრიალებას. [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტესა]] და მესოპოტამიაში[[მესოპოტამია]]ში იყენებდნენ როგორც სკულპტურულ მასალას. მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დიორიტი სკულპტურაში ექვემდებარება განზოგადებულ დამუშავებას. დიორიტი გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია მოსაპირკეთებელი წიფის კვარციანი დიორიტის საბადო (802 ათასი მ³).
 
== ლიტერატურა ==