დიორიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქანი | სახელწოდება = დიორიტი | ფაილი = DioriteUSGOV.jpg | ფაილის ...)
 
No edit summary
| გამოიყენება = მშენებლობაში
}}
'''დიორიტი''' ([[ფრანგ.]] diorite, [[ბერძნ.]] diorízo — ვარჩევ) — ნაცრისფერი სრულკრისტალური საშუალო სიმჟავიანობის (SiO<sub>2</sub> 55-65%) მაგმური ინტრუზიული ქანი. დიორიტის მთავარი მინერალებია საშუალო [[პლაგიოკლაზი]], [[რქატყუარა]], იშვიათად შეიცავს [[პიროქსენი|პიროქსენსა]] და [[ბიოტიტი|ბიოტიტს]], ზოგჯერ — [[კვარცი|კვარცსაც]]; აქცესორული მინერალებია — [[აპატიტი]], [[მაგნეტიტი]], [[ილმენიტი]] და სხვა. დიორიტი ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის [[შტოკი|შტოკს]], [[დაიკი|დაიკს]], [[ლაკოლითი|ლაკოლითსა]] და სხვა. დიორიტის საბადოები ცნობილია დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, რუმინეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში. იყენებენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად. ძვირფასი საშენი მასალაა. დიორიტისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგიერთი დიორიტი მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად ექვემდებარება გაკრიალებას. ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში იყენებდნენ როგორც სკულპტურულ მასალას. მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დიორიტი სკულპტურაში ექვემდებარება განზოგადებულ დამუშავებას. დიორიტი გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია მოსაპირკეთებელი წიფის კვარციანი დიორიტის საბადო (802 ათასი მ³).
 
== ლიტერატურა ==