ლეზგები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ლეზგები''' (საკუთარი სახელწოდება лезгияр ''ლეზგიარ'') — უმთავრესად [[დაღესტანი|დაღესტნის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და [[აზერბაიჯანი]]ს სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის [[რუსეთის ფედერაცია]]ში 412 ათასი (2002)<ref>http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463</ref>, აზერბაიჯანში 178 ათასი (1999)<ref>http://www.eurasianet.org/resource/azerbaijan/hypermail/200103/0062.html</ref>. ლაპარაკობენ [[ლეზგიური ენა|ლეზგიურ]], აგრეთვე [[რუსული ენა|რუსულ]] და [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ]] ენებზე.
 
მორწმუნე ლეზგები მუსულიმანმუსლიმან-სუნიტები არიან.
 
ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ''ლეგი''. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი აზერბაიჯანის ([[ყუბის სახანო|ყუბის]], [[დერბენდის სახანო|დერბენდის]] და სხვა სახანოებში) ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა [[მიწათმოქმედება]], [[მებაღეობა]] და [[მეცხოველეობა]]. ნაწილი დასქმებულია მრეწველობაში.
131,390

რედაქტირება