ანდრია მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==== ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან” ====
{{ციტირება|შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდმან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. ”შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყრარელსასაყუარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა მხდების მე წილი; ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვსად ივერია (რომელს არს საქართველო). ”ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. ”დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა სასურველსა ძესა თვსსა. ”მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა”. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა. ”დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი.}}
 
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
ანონიმური მომხმარებელი