ვლაქერნობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q4113413
→‎ისტორია: clean up, replaced: რელიქვია → რელიკვია using AWB
ხაზი 3:
== ისტორია ==
 
[[ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი|ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში]] ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვიარელიკვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი [[კონსტანტინეპოლი]]დან [[პალესტინა]]ში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
 
[[469]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა [[ომოფორი]] და [[ღვთისმშობლის სარტყელი|სარტყლის]] ნაწილი.
 
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და [[ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი]] სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით [[საქართველო]]ში მოხვდა.
 
ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების [[საქართველო]]ში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი (ავტორი აწ განსვენებული ცნობილი ფოლკლორისტი და მოღვაწე [[კალისტრატე სამუშია]]). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკველვარი. ამ ვარაუდის მიხედვით, [[კონსტანტინეპოლი]]ს დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები [[ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში]] მოხვდა. როცა [[სამეგრელო]]ს მთავარმა [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანმა]] ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის [[მეტოქი]] გახდა. ნიკოლოზი [[სამეგრელო]]ში ჩამოვიდა და [[1632]]-[[1657]] წლებში [[ხობის მონასტერი|ხობის მონასტერში]] მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები [[საქართველო]]ში მოებრძანებინა .
 
სამეგრელოში დავანებულ სიწმინდეებზე ცნობებს გვაწვდიან რუსი ელჩები – ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი ([[1640]] წ.) [[არქანჯელო ლამბერტი]], ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, [[პავლე ალეპოელი]], [[ჯუზეპე მარია ძამპი]], [[ალექსი იევლევი]] და [[ნიკიფორე ტოლჩანოვი]], [[დონ კრისტეფორე დე კასტელი]]
 
პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, [[ღვთისმშობლის სარტყელი|სარტყლის ნაწილი]] და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდებად ითვლებოდა.
 
[[გრიგოლ დადიანი|გრიგოლ დადიანმა]] ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, [[საქართველო]]ს უკანასკნელ მეფეს [[გიორგი XII]]-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და [[რუსეთი|რუსეთში]] წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I-ს მიართვა]], რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ [[სამეგრელო]]ში დაბრუნება.
 
იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი [[გრიგოლიოპოლისი]]ს სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო [[გრიგოლ დადიანი]]ს მეკვიდრემ მთავარმა [[ლევან V დადიანი|ლევან V დადიანმა]], რომლის მშენებლობა დამთავრდა [[1830]] წელს, [[მარტვილი]]ს ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს . ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.
 
[[1990]] წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვლაქერნობა“-დან