ტალინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 147 interwiki links, now provided by Wikidata on d:q1770 (translate me)
clean up, replaced: რელიქვია → რელიკვია using AWB
ხაზი 61:
ამის შემდეგ, 1230 წელს 200 გერმანელი ვაჭარი და ხელოსანი ჩამოვიდა ტალინში და ტოომპეას ძირს დაესახლა. (ტოომპეას ციხე–სიმაგრე ბორცვზეა გაშენებული). 1248 წელს, როდესაც ჩრდილოეთ ესტონეთს კვლავ დანიელები მართავდნენ, ტალინი ანუ რეველი, როგორც იგი იყო ცნობილი იმ დროს; შეუერთდა ლიუბეკის კავშირს. ქალაქში ჩამოყალიბდა ეკლესიები, მონასტრები, სავაჭრო–სახელოსნოები, სკოლები და ა.შ. 1343 წელს დანიამ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში დაბანაკებულ ტევტონებს ჩრდილოეთ ესტონეთი და მასთან ერთად ტალინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მიჰყიდა. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ტალინი გაწევრიანდა ჰანზის კავშირში, რამაც დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკურ აღმშენებლობას და წინსვლას.
 
ლივონიის ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, 1561 წელს ტალინის საქალაქო საბჭომ შვედეთს გამოუცხადა ერთგულება. საპასუხოდ რუსეთის არმიებმა ტალინს ორჯერ შემოარტყეს ალყა 1570–1571 წელს სამი კვირით და 1577 წელს შვიდი კვირით. თუმცა ქალაქი არცერთხელ არ დანებდა. ქალაქი დარჩა შვედეთის ტახტის ქვეშ გერმანული მართვით. ტალინის ხელისუფლება ესტლანდიის, ლიფლანდიის და კურლანდიის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილს გადასწვდა. ეს ის რაიონებია, სადაც მოგვიანებით ესტონეთის რესპუბლიკა დაარსდება.
 
მოგვიანებით, როდესაც ესტონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ტალინმა უკვე დედაქალაქის გამოკვეთილი ფუნქციები შეიძინა. ეს ფუნციები განსაკუთრებით გაძლიერდა 1918 წლის შემდეგ, როდესაც ტალინი ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან დედაქალაქად გამოცხადდა. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ტალინმა არნახული ექსპანსია დაიწყო. განსაკუთრებით აღმოსავლეთი მიმართულებით–სადაც აშენდა მუსტამიაეს, ოიისმიაეს და ლასნამიაეს ახალი რაიონები. 1991 წელს ტალინმა დამოუკიდებელი ესტონეთის მართვა დაიბრუნა...
ხაზი 68:
 
== კულტურული მემკვიდრეობა ==
 
 
== ტოომპეა ==
Line 75 ⟶ 74:
 
ტოომპეას ციხე–სიმაგრე მდებარეობს ტალინის გულში, ძველი ქალაქის ცენტრში და ყოველთვის წარმოადგენდა ესტონელთა მმართველების და ესტონური არისტოკრატიის რეზიდენციას. დღესაც ამ ციხე–სიმაგრეშია განთავსებული ესტონეთის პარლამენტი, რიიგიკოგუ და ესტონეთის მთავრობა. ტოომპეას კომპლექსში შემავალი ნაგებობასნი ძირითადად 1684 წლის დიდი ხანძრის შემდეგ არიან აგებულნი ესტონელ–გერმანელი არისტოკრატიის მიერ.
 
 
ყველაზე შესანიშნავი ტოომპეას კომპლექსში თავად ტოომპეას კირქვის ციხე–სიმაგრეა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ XIII საუკუნეში დაიწყო. (მეფე კალევის და დედოფალ ლინდასგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მათი გარდაცვალებიდან ძალზე დიდი ხნის შემდეგ). ამ დროიდან შემორჩენილია სამი კოშკი–პიკ ჰერმანი (ყველაზე მაღალი), პილსტიცკერი და ლანდსკრონე–ლივონიის ორდენის მოწმეები. მოგვიანებით, იმპერატორ ეკატერინე II ბრძანებისამებრ, ციხე–სიმაგრის აღმოსავლეთი კედელი დაინგრა და მასში ჩაშენდა ორსართულიანი ნეო–კლასიკური შენობა, სადაც ტალინის (რეველის) გუბერნიის აპარატი განთავსდა. (1767–1773. არქ. ი. შულცი). 1808 წელს ის სამხრეთის მიმართულებით გაფართოვდა.
 
 
== ტოომკირიკი ==
Line 84 ⟶ 81:
ტოომკირიკი, წმ. მარიამის კათედრალი ტოომპეას მსგავსად, XIII საუკუნით თარიღდება. პირველი ხის საყდარი როგორც ჩანს, 1219 წელს, დანიელების შემოჭრისთანავე უნდა აგებულიყო. 1240 წელს კი მეფე ვალდემარ II ქვის ტაძარი ააგო. თავდაპირველი ნაგებობა გოთურ სტილში იყო გადაწყვეტილი, XV საუკუნის ხანძრის შემდეგ კი ბაროკოს სტილში რესტავრირდა.
 
ისევე როგორც 1684 წლის ხანძარმა მთელი ძველი მოხატულობა გაანადგურა, ასევე განადგურდა ბალტიურ–გერმანული არისტოკრატიის საოჯახო გერბები, რომელიც ამ კათედრალში ინახებოდა. თუმცა ტაძარში კვლავ შემორჩა ასზე მეტი რელიქვიარელიკვია, რომელთა უმრავლესობა დამზადებულია XVII საუკუნის ცნობილი ტალინელი დურგლის, ქრისტიან აკერმანის მიერ. მისი ნახელავია აგრეთვე საკურთხეველიც. ტაძარში განისვენებს ესტონური წარმომავლობის გამოჩენილი ზღვაოსანი, პირველი რუსული გარსსაქვეყნო ექსპედიციის მეთაური–ადამ იოჰან ფონ კრუზენშტერნი, იგივე–ივანე კრუზენშტერნი.
 
== ჰარიუს და ლინდას ბორცვები. ქიეკ ინ დე ქოიკ ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტალინი“-დან