ვახტანგ ყოლბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 81:
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1952]] წლის [[9 სექტემბერი|9 სექტემბერს]], [[გალის რაიონი|გალის რაიონში]]. დაამთავრა [[მოსკოვი]]ს კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის ხარისხით. 1974-1975 წლებში მუშაობდა გალის რაიონის წყალსადენების ტერიტორიული გაერთიანების ეკონომისტად. 1976-1984 წლებში იყო [[აფხაზეთი]]ს ახალგაზრდული რაიონული და საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1984-1990 წლებში მუშაობდა გალის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 1990-1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, [[გალის რაიონი]]ს გამგებელი (დევნილობაში). 1987-დან არის [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო]]ს წევრი. 1992-2004 წებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ამასთან 1995-2004 წლებში [[საქართველოს პარლამენტი]]ს თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს, 1996-2003 წლებში იყო [[ეუთო]]ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. 1997-2003 წლებში წარმოადგენდა [[სომხეთი]]ს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. 2000-2002 წლებში ეკავა [[დსთ]]-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი. ამჟამად არის [[სამხრეთ კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე „კავკასიური დიალოგის” ფონდის გამგეობის წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხავა პროექტებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე; არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://abkhazia.gov.ge/ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საიტი]
*[http://www.democrats.ge/ka/chvens-shesakheb/generaluri-mdivani/biograpia2.html ბიოგრაფიული მონაცემები]
 
{{დაიწყე ყუთი}}
Line 86 ⟶ 90:
{{დაასრულე ყუთი}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://abkhazia.gov.ge/ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საიტი]
*[http://www.democrats.ge/ka/chvens-shesakheb/generaluri-mdivani/biograpia2.html ბიოგრაფიული მონაცემები]
 
{{აფხაზეთის პრემიერ-მინისტრები}}
 
{{DEFAULTSORT:ყოლბაია, ვახტანგ}}
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]