დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული ხდება და სულ უფრო მეტი ახალგარდა ინტერესდება ამ თამაშით. გუნდებში ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოტამასე ჩნდება, მომავალში ისინი ქვეყნის წამყვან გუნდების ღირსებას იცავდნენ. თბილისის ‘’დინამოში’’ გაიხსნა ბორის ფროლოვის, ალკივიად ფეხლევანიდის, იბრაგიმ სარჯველაძის, ედუარდ ტანტიბას, გიორგი აროშიძის, ანზორ კავაზაშვილის, ილია დათუნაშვილის ტალანტი. ბათუმში ფეხი აიდგეს რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის ‘’ტორპედო’’), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ, იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის ‘’სპარტაკის’’ და ‘’ლოკომოტივის’’ ღირსებას.)
1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდი მეორე ადგილს იკავებს თბილისის ნაკრების შემდეგ. შაქმწუხაროდ, 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, ფეხბურთის პოპულარუბა ქალაქში კლებულობს, აღმასვლა კი 30-იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება. 1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრკ თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის ‘’დინამო’’ პირველივე წრეში თბილისელ თანაკლუბელებთან დამარცხდა. 1936 წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა – პირველში ‘’დინამომ’’ იმარჯვა, მეორეში ‘’ბურევესტნიკმა’’. 1938 წელს გუნდამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
იმავე წელს ‘’დინამომ’ ახლად დაარსებული კონსტიტუციის თასს დაეუფლა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს – 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმელ თანაკლუბელებს 5:2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა უკავსირდება. ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებიტდახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.
1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის ''დინამოელები'' სსრკ პირველობის ''ბ'' კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. შიდა პირველობაში ''დინამო'' მე-5 ზე გავიდა.
1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა თბილისელი თანაკლუბელები 3:1 დაამარცხეს და მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრკ თასის გათამაშებაში ''დიანმოელები'' 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა. ''დინამოს'' მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.