ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.160.224-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
ხაზი 12:
მრავალრიცხოვანი დამსახურებების გამო ბრიტანეთის ადმირალიტეტმა კუკი იდუმალი სამხრეთის მიწის საძიებელ ექსპედიციაში ჩართო. თითქმის საუკუნით ადრე მეცნიერ-გეოგრაფმა [[აბრაჰამ ორტელი]]მ რუკაზე მონიშნა აღნიშნული მიწა და მას “ტერა აუსტრალის ინკოგნიტა” უწოდა. ორტელის მოსაზრებით, ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სწორედ ამ მიმართულებით გაემართა კუკი, რომელმაც ექსპედიციის ერთ-ერთი გემი “ინდევერი” ჩაიბარა. თავდაპირველად მოგზაურები კუნძულ [[ტაიტი]]ს ეწვივნენ. ის უკვე ცნობილი იყო მსოფლიოსათვის. მეცნიერები კუნძულზე ვენერის ორბიტის გამოსათვლელად ჩავიდნენ, რაც მზესა და დედამიწას შორის მანძილის დასადგენად სჭირდებოდათ. ტაიტიზე კუკმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენა სწრაფად გამოძებნა. მან ერთ-ერთი ადგილობრივი ქურუმი, სახელად ტუპია, თარჯიმნადაც კი აიყვანა.
 
ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა,degenerati
ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა, ხოლო “ინდევერი” წყნარი ოკეანის სამხრეთისაკენ დაიძრა. [[1769]] წლის 8 ოქტომბერს მიწა გამოჩნდა. ეს [[აბელ ტასმანი]]ს მიერ აღმოჩენილი [[ახალი ზელანდია]] იყო. სანაპიროს შესწავლას კუკმა 3 თვე მოანდომა. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია ორი დიდი კუნძულისაგან შედგებოდა, მათ შორის კი ვიწრო სრუტე მდებარეობდა. ამ სრუტის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ, მოგვიანებით მას კუკის სახელი ეწოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, მაორები, უცხოელებს მტრულად შეხვდნენ. თუმცა ინგლისელები ამისათვის მზად იყვნენ. რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ექსპედიციის წევრთაგან არავინ დაღუპულა.
 
[[1770]] წლის 29 აპრილს “ინდევერი” ულამაზეს უბეში გაჩერდა. გემზე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ბოტანიკოსი [[ჯოზეფ ბენქსი]] იმყოფებოდა. ის იმდენად მოიხიბლა სანაპიროს ფლორით, რომ კუკს უბისათვის უკვე შერქმეული სახელის შეცვლა მოითხოვა. ამ უბეს ბოტანი-ბეი, ანუ ბოტანიკური ჰქვია. უბეში “ინდევერი” 8 დღე იდგა. ამ ხნის განმავლობაში ბენქსმა უამრავი ახალი მცენარის აღწერა შეადგინა და აბორიგენების წეს-ჩვეულებებიც შეისწავლა. ისინი არც პოლინეზიელებს ჰგავდნენ და არც ზანგებს. [[მაორები]]ს მსგავსად, სტუმრების გამოჩენა არც ავსტრალიელ აბორიგენებს გახარებიათ. მაგრამ თოფის რამდენიმე გასროლამ ისინი მალევე დააწყნარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ ექსპედიციას არ წაუყვანია. ბენქსის გარდა “ინდევერზე” შვედი ნატურალისტები სოლანდერი და სპერინგი, ორი გეოგრაფი და მათი თანაშემწეები – სულ 11 ადამიანი. თავად კუკიც ბრწყინვალე [[კარტოგრაფი]] და [[ასტრონომი]] იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_კუკი“-დან