ნიკო ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
replaced: სანკტ → სანქტ
No edit summary
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
 
[[18601990]] წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“ (NN 9,10) მოათავსა თავისი პირველი წერილები. [[1861]] წელს შევიდა [[სანქტ-პეტერბურგი]]ს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა [[1861]] ცნობილ გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. [[1862]] ჟურნალ „[[ისკრა]]ში“ (NN 11,12,28,29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი „პეტერბურგის მხარეზე“, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. [[1862]] სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ „ნაროდნოე ბოგატსტვოს“ რედაქტორობდა. [[1864]] ჟურნალ „სოვრემენიკში“ გამოქვეყნდა მისი ნარკვევი „პროვინციული სურათები“, ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, [[პარიზი]]დან თანამშრომლობდა გაზეთ „სანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. ა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა „[[კოლოკოლი|კოლოკოლში]]“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, «„მოსკოვსკიე ვედომოსტის“ სამსჯავროს წინაშე», „თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლში“ თანამშრომლობა ნიკოლაძემ [[ალექსანდრე გერცენი|ა. გერცენთან]] და [[ნიკოლოზ ოგარიოვი|ნ. ოგარიოვთან]] უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ [[ლონდონი|ლონდონში]] [[პოლ ლაფარგი|პ. ლაფარგის]] მეშვეობით გაიცნო[[კარლ მარქსი|კ. მარქსი]], რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია. [[1866]] ნიკოლაძემ [[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]] გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“, [[1868]] [[ჟენევა]]ში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ „სოვრენნოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანი „რა ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. [[შვეიცარია]]ში ყოფნის დროს [[1868]] დაამთავრა [[ციურიხი|ციურიხის]] უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. [[1870]] იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ „[[დროება (გაზეთი)|დროების]]“ თანამშრომლად. [[1871]] წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კრებულს“, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. [[1872]] პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით „სხვათა შორის“ ჟურნალ „კრებულში“ გამოაქვეყნა. [[1873]] იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. [[1873]] წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ „დროშის“ გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „კრებულში“; [[1878]]-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც [[1880]] წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი [[სტავროპოლი|სტავროპოლში]] გადაასახლა.
 
[[1881]] წელს ნიკოლაძე სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“ და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. [[1886]] წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. [[1887]]-[[1891]] თბილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოამბეში“. [[1894]]-[[1912]] წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. [[1917]] თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. [[1917]]–[[1918]] წლებში ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო [[1919]]–[[1921]] წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]] მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. [[1917]] წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. [[1920]] ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. [[1924]] წელს დაბრუნდა [[საქართველო]]ში. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძისა]] და [[გრიგოლ ორბელიანი|გ. ორბელიანის]] მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ნიკოლაძე“-დან