ჰერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 76 interwiki links, now provided by Wikidata on d:q38012 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Hera Campana Louvre Ma2283.jpg|მინი|[[გიამპიეტრო კამპანა|კამპანას]] ჰერა, [[ელინისტური ცივილიზაცია|ელინისტური]] ქანდაკების [[ძველი რომი|რომაული]] ასლი, [[ლუვრი]]]]
'''ჰერა''' ([[ბერძნ.]] {{lang-grc|Ἥρα, Hera}}), — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს უფროსი ასული, [[ზევსი]]ს და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, [[არესი]]ს, [[ჰეფესტოსი]]ს, [[ჰებე]]ს და [[ელითია]]ს დედა. [[ჰომეროსი|ჰომეროსთან]] ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ [[მიკენი|მიკენში]], [[კორინთი|კორინთში]], [[სპარტა]]ში, განსაკუთრებით [[არგოსი|არგოსში]], სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება [[იუნონა]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერა“-დან