ათენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Athena Parthenos Altemps Inv8622.jpg|მინი|ათენას მარმარილოს ქანდაკება, ძვ. წ.აღ. I საუკუნე]]
[[ფაილი:Mengs, Urteil des Paris.jpg|მინი|პარისი განხეთქილების ვაშლით ასაჩუქრებს აფროდიტეს, რითიც გაანაწყენა ათენა]]
'''ათენა''' (''[[ბერძნ.]]'' {{lang-grc|Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη}}) — [[საბერძნეთი]]ს ერთ–ერთი უმთავრესი [[ღვთაება]]. [[მიკენა|ძველმიკენური]] ღვთაება, [[ზევსი]]ს საყვარელი ქალიშვილი. ძველი [[მითოლოგია|მითების]] მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს [[ცხენი]]ს შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია [[თითისტარი]] და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც [[ჰეფესტოსი]], თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა [[მეცნიერება|მეცნიერების]] დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა [[არეოპაგი]]. ათენა არის [[ატიკა|ატიკის]] და ქალაქ [[ათენი]]ს უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა [[პოსეიდონი|პოსეიდონსა]] და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
 
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება [[ზევსი]]ს თავიდან. [[ჰესიოდე]] გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ [[ჰეფესტო]]მ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენა“-დან