გიორგი ჩორჩანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''გიორგი ჩორჩანელი''', VIII-IX საუკუნეების დიდი [[აზნაური]] სამხრეთ საქართველოში ([[სამცხე|სამცხეში]]), [[ჩორჩანელები]]ს საგვარეულოს წარმომადგენელი.
 
[[ბასილი ზარზმელი]] მას [[მთავარი|დიდ მთავარს]] უწოდებს. გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამცხეში ყველაზე ვრცელი და ერმრავალი იყო. ჰქონდა ტაძრები და სასახლეები [[ზანავი|ზანავსა]] და [[ჩორჩანი|ჩორჩანში]] (ახლანდელი [[ადიგენის რაიონი]]), აქედან მოდის ჩორჩანელის გვარიც. მეზობელი ხევების მცირე თუ მსხვილი ფეოდალები გიორგი ჩორჩანელის [[ვასალი|ვასალები]] („საკუთარნი“, „წინაშემდგომელნი“) იყვნენ. ქვრივმა და უშვილო გიორგი ჩორჩანელმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას [[ლატავრი|ლატავრას]] (სამცხის დიდი ფეოდალის [[ბაჰლაუნდები|მირიან ბაჰლაუნდის]] ქვრივს) და მის შვილებს სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს. ამგვარად გაერთიანდა სამცხის ამ ორი დიდი ფეოდალის სახლის სამფლობელოები. გიორგი ჩორჩანელმა დიდძალი სიმდიდრე დაუტოვა [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტერსაც]], რომელიც მისი ხელშეწყობით ააშენეს [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონ ზარზმელის]] მეთაურობით სამცხეში ჩასულმა ბერებმა.
==ლიტერატურა==
*''ბოგვერაძე ა.,'' ქსე, ტ. 3, გვ.165, თბ., 1978