შარპეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 30 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q38972
No edit summary
ხაზი 40:
|შენიშვნა =
}}
'''შარპეი''' - მსოფლიოში[[მსოფლიო]]ში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი [[ჩინური ენა|ჩინურად]] ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.
 
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, [[ძვ. წ. 206]] და ახ.წ. [[220]] წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ.2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. [[1947]] წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. [[1981]] წლიდან შარპეი [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთშიც]] გავრცელდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარპეი“-დან