ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
5.178.178.177-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''ტაძარი''', საკულტო ნაგებობა ღვთისმსახურებისა და რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესასრულებლად. ტაძრის სახე და მისი განვითარების ისტორია განპირობებულია არა მარტო საკულტო მოთხოვნილებებით, არამედ სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის განვითარების დონით და შესაბამისად ატარებს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ ხასიათს.
 
{{ესკიზი-რელიგია}}
ისტორიული ცნობები: მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება. 1226 წელს ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის.
 
[[კატეგორია:ტაძრები|*]]
XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც XV საუკუნეში განაახლეს.
1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.
 
[[ja:寺院]]
1675 წელს ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა. 1710 წელს ვახტანგ VI ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.
[[ko:사원]]
 
[[wuu:寺]]
1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანმა თბილისის მმართველს ისაყ-ფაშა ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა.
[[zh:寺庙]]
 
[[zh-yue:佛寺]]
თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვენის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. 1899 წელს ეს კეთილი ტრადიცია კვლავ აღადგინეს.
 
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი“ ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. XIX საუკუნის 50-იან წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა სიონი ახლიდან მოხატა.
1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).
 
არქიტექტურა: სიონის ტაძარი თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. ტ.კიპაროიძემ შეადგინა ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეთა პროექტი (აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის კარიბჭის ნაკვალევი აღმოაჩინეს სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების დროს). 1983 წელს დასრულდა მშენებლობა. სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. კანკელის ავტორი ასევე ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.
 
სამრეკლო: სიონის საკათედრო ტაძარს ორი სამრეკლო აქვს. გალავნის შიგნით, ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე სამრეკლო 1725 წლით თარიღდება. მისი ზემო ნაწილი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაინგრა და აღდგენილია უკანასკნელ წლებში ტარიელ კიპაროიძის ხელმძღვანელობით.
 
ტაძრის დასავლეთით, ქუჩის მეორე მხარეს აღმართული სამიარუსიანი, შპილით დაგვირგვინებული სამრეკლო აგებულია 1812 წელს, პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.
 
ხატები და სიწმინდეები: თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს, წმიდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობელმა გადასცა. ცენტრალური ტაძრის კანკელის სამხრეთით, კედელში წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. ტაძარში ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა. სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს სახელოვანი შვილები, მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სწორედ აქაა დასაფლავებული წმიდა მღვდელმთავარი იოანე მანგლელი, კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ამბროსი (ხელაია).
სიონის ხატებიდან ყურადღების ღირსია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაძარი“-დან