გიორგი სააკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
 
სააკაძის წინაპრები სამეფო [[აზნაური|აზნაურები]] იყვნენ და [[თეძმის ხეობა]]ში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. [[ნოსტე]]. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ [[ერთაწმინდა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდას]] კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე [[სოფელი]] შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
ის ბოლო ხანებში ოზურგეთის მერცხალის თავდამსხმელი იყო და ხარიტონ ჩხატარშვილის დიდი მოწონება გამოიწვია, მისი სიტყვებით - სააკაძე დიდი დედამოტყნულის ერთი იყო.
სააკაძეთა გვარი მკრთალად ჩანს ისტორიულ წყაროებში. ყველაზე ადრეული წინაპარი – [[ჯანზურაბ სააკაძე]], იხსენიება [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროს, [[XII საუკუნე|XII]] საუკუნის მიწურულს. შემდგომ – [[დონა სააკაძე]], [[ბაგრატ V]] თანამებრძოლი (1386 წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]], [[თემურლენგი]]ს შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება [[1547]] წლის საბუთში პატრონად. [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: [[ზეშთაელ სააკაძე|ზეშთაელი]], [[სიაუშ სააკაძე|სიაუში]], [[ზურაბ სააკაძე|ზურაბი]] და [[ივანე სააკაძე|ივანე]]. ამათგან სიაუშია გიორგი სააკაძის მამა, დედა - თამარი (ბარათაშვილის ქალი).{{ფაქტი}}
 
სააკაძეთა გაძლიერება მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან [[სიმონ I]] დიდს. [[გივი ჯამბურია]]ს ცნობით: "[[1569]]-[[1578]] წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი [[ნესტან-დარეჯანი]] ,,ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.’’
 
ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად [[1590]]-[[1607]] წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.
 
==ბიოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_სააკაძე“-დან