დედა ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
{{მმ*|დედაენა}}
[[ფაილი:Deda ena.jpg|250px|thumb|დედა ენა, 1912]]
„'''დედა ენა''' ანუ ''ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის''“, — [[ქართული ენა|ქართული ენის]] ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილია [[იაკობ გოგებაშვილი]]ს მიერ. გამოიცა [[1876]] წელს.
 
„დედა ენაში“ ორი წლის კურსის მასალაა. წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოდის: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.
 
„დედა ენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედა ენის“ გამოეცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც [[ლუარსაბ ბოცვაძე|ლ. ბოცვაძე]] ხელმძღვანელობდა. [[1876]]-[[1925|1925 წლებში ]] „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა. ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის“ [[1935]]-[[1943|1943 წლების]] გამოცემებში.
 
ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზეა შედგენილი და [[1944|1944 წლიდან]] სისტემატურად გამოდის ნ. ბოცავიძისა და ე. ბურჯანაძის „დედა ენა“ (2 წიგნად) I და II კლასელებისათვის (ამჟამად I კლასის „დედა ენა“ 2 ნწილად გამოდის). ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვითაა აგებული ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი მოსამზადებელი კლასის „დედა ენა“ და იმ I კლასის „დედა ენა“, რომელმაც გაიარა მოსამზადებელი კლასი (პირველად გამოიცა 1973). 1976 წელს ზეიმით აღინიშნა „დედა ენის“ 100 წლისთავი; საიუბილეოდ დაისტამბა [[1876]] და [[1912|1912 წლების]] გამოცემები.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დედა_ენა“-დან