მაჰიდევრან სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 22 სექტემბერი}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანი
 
იგი ითვლება [[ოსმალეთის იმპერია]]ში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად<ref>[http://www.hyperhistory.net/apwh/bios/b1suleyman.htm Suleyman the Magnificent 1495—1560]</ref>.
 
== ბიოგრაფია ==
მაჰიდევრანი წარმოშობით ჩერქეზული გვარის კანუკოვების შთამომავალი იყო. [[1515]] წელს მას სულეიმანთან შეეძნა [[მუსტაფა (შეჰზადე)|მუსტაფა]], რომელიც გახდა ტახტის მემკვიდრე. სულთან [[სელიმ I]]–ის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა [[სტამბოლი|სტამბოლში]].
 
სულთნის ჰარემში მას ჰყავდა გავლენიანი მოწინააღმდეგე [[ჰიურემ სულთანი]] ([[ევროპა]]ში ცნობილი როგორც [[როქსოლანა]]), რომელიც ძალიან მალე გახდა არამარტო სულთნის საყვარელი ხარჭა, არამედ სულთნის საყვარელი მეუღლეც. ჰიურემს სულთანთან შეეძინა ჯერ [[მეჰმედი (შეჰზადე)|მეჰმედი]] ([[1521]]-[[1543]] წწ.), ხოლო შემდეგ [[სელიმ I|სელიმი]] (მომავალი [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანი]]). ორ ქალს შორის დაპირისპირებას ახშობდა [[სულეიმან I]]-ის დედა [[აიშე ჰაფსა სულთანი]], რომლის გარდაცვალების შემდეგ ([[1534]] წ.) უფრო გამწვავდა მათი მეტოქეობა.
 
მოგვიანებით სულთანმა მაჰიდევრანი შვილთან ერთად გააგზავნა პროვინციაში. ოსმალური ტრადიციის თანახმად ყველა ტახტის მემკვიდრეს უნდა ემსახურა [[მანისა (პროვინცია)|მანისაში]] მეფისნაცვლის (სანჯაყ-ბეის) თანამდებობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს დედაც. [[მუსტაფა (შეჰზადე)|მუსტაფა]] ჯერ გააგზავნეს მანისაში, ხოლო შემდეგ ამასიაში.
 
[[1553]] წელს მუსტაფა ჩამოახრჩვეს მამის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით. შვილის გარდაცვალების შემდეგ მაჰიდევრანის ცხოვრება საკმაოდ არეული გახდა. იგი გარდაიცვალა [[1581]] წლის [[3 აგვისტო]]ს სულთან სულეიმანის, ჰიურემის და მათი ყველა შვილის გარდაცვალების შემდეგ. დაკრძალულია შეჰზადე მუსტაფას მავზოლეუმში, მურადიეს მეჩეთში.
 
== ლიტერატურა ==
*Selçuk Aksin Somel: Historical Dictionary of the Ottoman Empire, Oxford, 2003, ISBN 0-8108-4332-3,
*Lord Kinross: The Ottoman Centuries, (Trans. by Nilifer Epçeli) Altın Kitaplar, İstanbul, 2008, ISBN 978-975-21-0955-1
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.practicalturkish.com/encyclopedia-h.html Encyclopedia of the Ottoman Empire]
 
==სქოლიო==