იაპონიის შიგა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''იაპონიის შიდა ზღვა''' — ზღვა [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ [[ჰონსიუ]]ს დასავლეთი ნაწილის სამხრეთი ნაპირით, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ [[კიუსიუ]]ს ნაპირი, სამხრეთით კუნძულ [[სიკოკუ]]ს ჩრდილოეთი ნაპირი. ზღვა მეტწილად იზოლირებულია [[იაპონიის ზღვა|იაპონიისა]] და [[ფილიპინის ზღვა|ფილიპინის ზღვებისაგან]] და მხოლოდ შეზღუდულად არის დაკავშირებული მათთან. ჩრდილოეთით ვიწრო და თხელი (10-10,5 მ) კამონის სრუტეა. [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]] უკავშირდება კიისა და ბუნგოს სრუტეებით, ხოლო [[იაპონიის ზღვა]]ს — სიმონოსეკის სრუტით. ზღვა გაჭიმულია დაახლოებით განედის მიმართულებით. კუნძულთშორისი კონტინენტური ზღვაა. სიგრძე 445 კმ, სიგანე 55 კმ, ფართობი 18 000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 241 მ. საშუალო სიღრმე 20-60 მ.
 
ზღვაში დაახლოებით 3000 კუნძულია, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი [[სრუტე]]ებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს [[იაპონია|იაპონიის]] უმნიშვნელოვანეს შიდა საზღვაო გზას. [[ზამთარი|ზამთარში]] აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია [[ალეუტის მინიმუმი]], რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიდა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის მუსონი), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3-4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული [[ოროგრაფია]] შესამჩნევად ახდენს გავლენას [[ქარი|ქარების]] მიმართულებასა და სიჩქარეზე.
 
ცალკეულ რაიონებში (კამონის სრუტე) ქარები მიმართულების მხრივ არამდგრადია. ქარის სიჩქარე აქ აღწევს საშუალოდ 4-6 მ/წმ-ს. სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქარები ხშირად აღწევენ შტორმულ ძალას ([[ბუნგოს სრუტე]], ჰონსიუს[[ჰონსიუ]]ს სანაპირო და სხვა. ამ სეზონში ზღვის დიდ ნაწილში ფიქსირდება 2-4, ხოლო ადგილ-ადგილ 6-12 შტორმული დღე. [[შტილი]] იშვიათია. [[ზაფხული]] ცხელი და მეტად ნოტიოა. ივნისის[ივნისი]]ს შუა რიცხვებში მყარი [[ღრუბლები]] ფარავენ ცას და თითქმის არ აღინიშნება დღე [[წვიმა|წვიმის]] გარეშე. დამახასიათებელია მოღრუბლული, დახშული, წვიმიანი ამინდები ნათელი დღეეების გარეშე. უძველესი ზონის ნაპირები ზომიერდება ბრიზით[[ბრიზი]]თ, თუმცა ღამის საათებში გაგრილებული ზღვის ბრიზი წყდება და [[ამინდი]] ხდება ცხელი, ნოტიო და დახშული.