იაპონიის შიგა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ზღვაში დაახლოებით 3000 კუნძულია, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი [[სრუტე]]ებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს [[იაპონია|იაპონიის]] უმნიშვნელოვანეს შიდა საზღვაო გზას. [[ზამთარი|ზამთარში]] აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია [[ალეუტის მინიმუმი]], რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიდა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის მუსონი), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3-4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული ოროგრაფია შესამჩნევად ახდენს გავლენას ქარების მიმართულებასა და სიჩქარეზე.
 
ცალკეულ რაიონებში (კამონის სრუტე) ქარები მიმართულების მხრივ არამდგრადია. ქარის სიჩქარე აქ აღწევს საშუალოდ 4-6 მ/წმ-ს. სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქარები ხშირად აღწევენ შტორმულ ძალას (ბუნგოს სრუტე, ჰონსიუს სანაპირო და სხვა. ამ სეზონში ზღვის დიდ ნაწილში ფიქსირდება 2-4, ხოლო ადგილ-ადგილ 6-12 შტორმული დღე. შტილი იშვიათია. ზაფხული ცხელი და მეტად ნოტიოა. ივნისის შუა რიცხვებში მყარი ღრუბლები ფარავენ ცას და თითქმის არ აღინიშნება დღე წვიმის გარეშე. დამახასიათებელია მოღრუბლული, დახშული, წვიმიანი ამინდები ნათელი დღეეების გარეშე. უძველესი ზონის ნაპირები ზომიერდება ბრიზით, თუმცა ღამის საათებში გაგრილებული ზღვის ბრიზი წყდება და ამინდი ხდება ცხელი, ნოტიო და დახშული.