იაპონიის შიგა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''იაპონიის შიდა ზღვა''' — ზღვა [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ [[ჰონსიუ]]ს დასავლეთი ნაწილის სამხრეთი ნაპირით, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ [[კიუსიუ]]ს ნაპირი, სამხრეთით კუნძულ [[სიკოკუ]]ს ჩრდილოეთი ნაპირი. ზღვა მეტწილად იზოლირებულია [[იაპონიის ზღვა|იაპონიისა]] და [[ფილიპინის ზღვა|ფილიპინის ზღვებისაგან]] და მხოლოდ შეზღუდულად არის დაკავშირებული მათთან. ჩრდილოეთით ვიწრო და თხელი (10-10,5 მ) კამონის სრუტეა. [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]] უკავშირდება კიისა და ბუნგოს სრუტეებით, ხოლო [[იაპონიის ზღვა]]ს — სიმონოსეკის სრუტით. ზღვა გაჭიმულია დაახლოებით განედის მიმართულებით. კუნძულთშორისი კონტინენტური ზღვაა. სიგრძე 445 კმ, სიგანე 55 კმ, ფართობი 18 000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 241 მ. საშუალო სიღრმე 20-60 მ.
 
ზღვაში დაახლოებით 3000 კუნძულია, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი [[სრტუტესრუტე]]ებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია [[ჩრდილოეთჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს [[იაპონია|იაპონიის]] უმნიშვნელოვანეს შიდა საზღვაო გზას. [[ზამთარი|ზამთარში]] აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია [[ალეუტის მინიმუმი]], რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიდა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის მუსონი), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3-4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული ოროგრაფია შესამჩნევად ახდენს გავლენას ქარების მიმართულებასა და სიჩქარეზე.