ერებუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''ერებუსი''' (Erebus) — ვულკანი [[ანტარქტიდა]]ში. ყველაზე სამხრეთით მდებარე მოქმედი ვულკანი დედამიწაზე. სიმაღლე 3794 მ. მდებარეობს [[როსის კუნძული|როსის კუნძულზე]], სადაც ამის გარდა არსებობს 3 ჩამქრალი ვულკანი. აგებულია [[ბაზალტი|ბაზალტებითა]] და [[ტუფი|ტუფებით]]. მთავარი კრატერის დიამეტრია 850 მ, სიღრმე 275 მ, განლაგებულია 3743 მ სიმაღლეზე. მთავარი კრატერის დაბლა მდებარეობს მეორე, შედარებით მცირე კრატერი. ვულკანის კრატერში არსებობს უნიკალური ლავური ტბა. მუდმივი აქტიურობა შეიმჩნევა [[1972|1972 წლიდან]]. კალთებზე ბევრია [[ფუმაროლები]] და [[პარაზიტული კონუსი]], რომლებიც აქტიური კრატერის მსგავსად კენიტური [[ტუფი|ტუფითა]] და [[ლავა|ლავითაა]] აგებული. მოქცეულია [[დედამიწის ქერქი]]ს რღვევების კვეთის ადგილას და წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. ამ რღვევებიდან პერიოდულად იფრქვევა სიღრმითი აირები, მათ შორის [[წყალბადი]] და [[მეთანი]], რომლებიც [[სტრატოსფერო]]სთან მიღწევისას ანგრევენ [[ოზონი|ოზონს]]. ოზონის ფენის მინიმალური სისქე შეიმჩნევა [[როსის ზღვა]]ზე, სადაც განლაგებულია ვულკანი ერებუსი. ვულკანის კალთებზე 100 მ სიმაღლეზე ნაპოვნია ზღვის ფაუნისა და ფლორის ნაშთები. ერებუსი განთქმულია თავისი დიდი [[მყინვარის ენა|მყინვარის ენით]].
 
მწვერვალზე პირველად ავიდნენ და მიაღწიეს მოქმედი ვულკანის კიდეს [[ერნესტ შეკლტონი]]ს ექსპედიციის წევრებმა [[1908]] წლის [[10 მარტი|10 მარტს]]. გემსა და ვულკანს სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ღმერთის ერების პატივსაცემად. ერებუსი აღმოაჩინა ინგლისურმა ექსპედიციამ პოლარეთის მკვლევარის [[ჯეიმზ როსი]]ს ხელმძღვანელობით [[1841]] წლის [[28 იანვარი|28 იანვარს]]. სახელი ეწოდა ექსპედიციის ერთ-ერთი გემის სახელის მიხედვით.
 
აშშ-ის, ნიუ-მექსიკოს შტატის სამთო მოპოვებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა ვულკანზე დაკვირვების მიზნით ორგანიზება გუაწიაგაუწია აქ სადგურის შექმნას. [[1979]] წლის [[28 ნოემბერი|28 ნოემბერს]] ვულკანის ფერდობს შეეჯახა სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა 257 ადამიანი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Эребус/ ერებუსი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
* [http://earthfromspace.photoglobe.info/spc_erebus_glacier.html ერებუსის მყინვარის ენა] {{en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერებუსი“-დან