პემზა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქანი | სახელწოდება = პემზა | ფაილი = Pumeks2.JPG | ფაილის ზომა...)
 
| გამოიყენება = მშენებლობაში
}}
'''პემზა''' — ფოროვანი, ღრუბლოვან-დაჩვრეტილი მინისებრი [[ვულკანური ქანები|ვულკანური ქანი]]. წარმოიქმნება ვულკანის[[ვულკანი]]ს ამოფრქვევისას, მჟავა ლავების აფუებისა და სწრაფი გამაგრების შედეგად. პემზის ფორიანობა აღწევს 80%-ს. მოცულობითი მასა 400-900 კგ/მ³. სიმაგრე მინერალოგიური სკალით დაახლოებით 6. თეთრი, რუხი და მოყვითალო ფერისაა. დნება 1300-1450 °С ტემპერატურაზე. დამახასიათებელია მცირე თბოგამტარობა. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად, ლაქების ამოსაყვანად და სხვა. პემზური ქვიშა და ფერფლი გამოიყენება [[ცემენტი|ცემენტში]] ჰიდრავლიკური დანამატის სახით. პემზის საბადოები გვხვდება ვულკანიზმის ოლქებში. იგი ხშირად განლაგებულია სხვადასხვაგვარ ვულკანურ ფერფლთან და ტუფებთან ერთად. მაღალი ხარისხის პემზა მოიპოვება ლიპარის კუნძულებზე. პემზის საბადო ცნობილია აგრეთვე კავკასიონზე.