უმა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა ახალი ცნობები)
'''უმა''' — ძველი [[შუმერი|შუმერული]] ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]]. დააარსეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში.
 
ამ ქალაქის მთელი ცნობილი ისტორია [[ლაგაში|ლაგაშთან]] ბრძოლის ფაქტებია. ქალაქის პირველი ცნობილი [[ენსი]] (მმართველი) იყო [[ურში]], რომელიც [[ძვ. წ. XVI საუკუნე]]ში წარმატებით ებრძოდა ლაგაშის მეფეს სასაზღვრო ნაყოფიერი ველის გუედენის დასაკავებლად. ისმის დროს დაიწყო უმის გაძლიერება. შემდეგი მმართველი [[ენაკალე]], როგორც წყაროებიდან ჩანს უნდა ყოფილიყო ლაგაშის მეფე [[ეანათუმი]]ს მარიონეტი. ენს [[ურ-ლიმა|ურ-ლუმის]] დროს უმამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და მისივე მეთაურობით მოეწყო ლაშქრობა ლაგაშის მეფის [[ენანათუმ I|ენანათუმ I-ის]] წინააღმდეგ.
 
უმის ხელახალი გაძლიერება დაკავშირებულია მეფე [[ლუგალზაგესი]]ს სახელთან (ძვ. წ. 2373-2349 წწ.), რომელიც მიიჩნევა ქალაქის ყველაზე ძლიერ ენსად. მან მთელი შუამდინარეთი გააერთიანა. იგი დაამარცხა [[სარგონ აქადელი|სარგონ აქადელმა]], რის შემდეგაც უმამ დაკარგა პირველობა. ურის III დინასტიის მმართველობის ეპოქაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) უმა ლაგაშთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან სამეურნეო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იჯდა ოლქის მმართველი ენსის ტიტულით. უმას არქივებიდან მომდინარეობს ათასობით ლურსმული დოკუმენტი, რომელთა მონაცემები ძვირფასი წყაროა შუმერის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად.