ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q849286
No edit summary
ხაზი 1:
'''ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება''' ამ ხელშეკრულებით დასრულდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1806]]-[[1812]] წლების ომი. ხელი მოაწერეს [[1812]] წლის 28 მაისს (რუსეთის მხრიდან [[მიხეილ კუტუზოვი|მიხეილ კუტუზოვმა]], ოსმალეთის მხრივ აჰმედ-ფაშამ). საზავო მოლაპარაკება დაიწყო [[1811]] წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც რუსებმა გაანადგურეს და გარემოცვაში მოაქციეს თურქეთის მთავარი სამხედრო ძალები, თურქები ცდილობდნენ გაეჭიანურებიათ მოლაპარაკება, მაგრამ კუტუზოვმა შეძლო [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] შემოსევამდე ერთი თვით ადრე დაედო რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი ზავი. ხელშეკრულებამ უზრუნველყო რუსეთის სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოება და ნაპოლეონთან საბრძოლველად გამოათავისუფლა დუნაის არმია.
 
ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეიცავდა 16 საჯარო და 2 საიდუმლო მუხლს. ხელშეკრულების თანახმად [[ბესარაბია]] გადაეცა რუსეთს, დუნაის სამთავროებში მკვეთრად შეიზღუდა ოსმალეთის უფლებები. მე-6 მუხლი ეხებოდა კავკასიასა და [[საქართველო]]ს. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იარაღით მოპოვებული ტერიტორია და ციხესიმაგრეები [[ანაპა|ანაპა]], [[ფოთი]] და [[ახალქალაქი]], სამაგიეროდ თვითონ რჩებოდა [[იმერეთი]], [[სამეგრელო]], [[გურია]] და [[აფხაზეთი]]. ამგვარად [[ბუქარესტი]]ს საზავო ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მთავარი პუნქტები დაადასტურა [[აკერმანის კონვენცია]]მ ([[1826]]).