პავლე მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q9200
ხაზი 8:
პავლე მოციქული, [[მარკოზ მახარებელი|მარკოზისა]] და [[ბარნაბა (სამოცდაათთაგანი)|ბარნაბას]] თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული [[კვიპროსი]]. ქადაგებისას, პავლე მოციქული მრავალ სასწაულს ახდენდა. ამის შემდეგ იგი [[ლუკა მახარებელის]] და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა [[სირია]], [[კილიკია]] და [[ლიკაონია]], გადავიდა [[ევროპა]]შიც - [[მაკედონია]]ში, იყო [[საბერძნეთი|საბერძნეთშიც]]. ათენში, [[სასამართლო]]ს წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს ქრისტე უქადაგა და მსაჯული [[დიონისე არეოპაგელი]] მოაქცია, რომელიც შემდგომში წმ. პავლეს ერთგული მოწაფე გახდა. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა [[კორინთო]]ში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად [[ეფესო]]სა და [[კესარია]]ში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც მოციქულთა თავმა პავლემ დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).
 
[[ფაილი:4paul1Conversion of Saint Paul (Michelangelo Buonarroti).jpg|thumb|პავლე მოციქულის მოქცევა. ფრესკა, [[მიქელანჯელო]], 1542 წ.]]
 
ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4). პავლე მოციქული, [[წმინდა პეტრე]] მოციქულთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა (იმპერატორის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს, წმ. პეტრე კი თავდაყირა აცვეს ჯვარს) რომში, იმპერიის დედაქალაქში, [[ნერონი]]ს მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში, †[[67]] წლის 29 ივნისს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პავლე_მოციქული“-დან