ალექსანდრე ანდრონიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ალექსანდრე ანდრონიკაშვილი''' (დ. [[1871]] – გ. [[1923]]) [[საქართველო|ქართველი]] მხედართმთავარი და თავისუფლებისათვის მებრძოლი. ანდრონიკაშვილი მსახურობდა რუსეთის იმპერიულ ჯარში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს გენერლის წოდება მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა გენერალურ შტაბში.
 
1921 წლიის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. იყო [[დამოუკიდებლობის კომიტეტი]]ს ("დამკომი") სამხედრო ცენტრის წევრი.
 
1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე [[ნ. ქარცივაძე]] და სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი [[კოტე აფხაზი]] (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), გენერალი [[ვარდან წულუკიძე]], პოლკოვნიკი [[როსტომ მუსხელიშვილი]], პოლკოვნიკი [[ელიზბარ გულისაშვილი]], პოლკოვნილი [[ალექსანდრე მაჭავარიანი]], პოლკოვნიკი [[გიორგი ხიმშიაშვილი]], როტმისტრი [[ლევან კლიმიაშვილი]], როტმისტრი [[სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი]], კაპიტანიპოლკოვნიკი [[დიმიტრი ჩრდილელი]], კაპიტანი [[ივანე ყარანგოზიშვილი]], კაპიტანი [[ფარნაოზ ყარალაშვილი]], [[იასონ კერესელიძე]] (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), [[სიმონ ჭიაბრიშვილი]], [[ივანე ქუთათელაძე]] და [[ნიკოლოზ ზანდუკელი]]. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე.
 
=== ლიტერატურა ===
* საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისიისაგან. ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო შტაბის აღმოჩენა. განაჩენი.- გაზ. "კომუნისტი", N 115, 1923 წ. 25 მაისი.
* საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა). ტფილისი, 1925.
 
{{DEFAULTSORT:ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე}}