ლეონის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

'''ლეონის სამეფო''' – ესპანური სამეფო [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს ჩრდილოეთ–დასავლეთ ნაწილში [[X საუკუნე|X]][[-[[XIII საუკუნე]]ებში. წარმოიშვა [[ალფონსო III]]–ის (მეფე [[866]]–[[910]] წწ.) მიერ [[ასტურიის სამეფო]]ს გაყოფის შემდეგ. [[924]] წელს ლეონი, გალისია და ასტურია კვლავ გაერთიანდნენ და შეადგინეს სამეფო ლეონი (დედაქალაქი – ლეონი). X საუკუნის 50–იანი წლებიდან ლეონის სამეფო კონტრიბუციას უხდიდა [[კორდოვის სახალიფო]]ს. [[ალფონსო V]] ([[994]]–[[1027]] წწ.) აღადგინა ლეონის სამეფოს ძლიერება, [[1037]] წელს [[მდინარე]] [[კარიონი]]ს ნაპირას მომხდარ ბრძოლაში ლეონის მეფე [[ბერმუდო III]] დაიღუპა და [[ფერდინანდ I]]–მა (მეფე [[1037]]–[[1065]] წწ.) ლეონი და კასტილიის სამეფო გააერთიანა ლეონ–კასტილიის სამეფოდ (გაერთიანებული იყო 1157 წლამდე). საბოლოოდ ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდა [[1230]] წელს [[ფერდინანდ III]]–ის დროს.
== ლიტერატურა ==
* [[{{ქსე]], ტ. |6, გვ. |192, თბ., 1983}}
 
{{ესკიზი-ესპანეთი}}