რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მმ)
No edit summary
{{მმ*|რუსეთ-ოსმალეთის ომი}}
[[ფაილი:Torelli2.jpg|მინი|''ალეგორია, ეკატერინეს თურქეთზე გამარჯვება'' (1772), [[სტეფანო ტორელი]]]]
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, [[ასტრახანი (ქალაქი)|ასტრახანის]] აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი [[პოლონეთი]]ს საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, [[საფრანგეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] დიპლომატიის წაქეზებით [[1768]] წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს იტვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევანს ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ [[პეტრე რუმიანცევი]]სა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს [[დონი (მდინარე)|დონიდან]] [[დნეპრი|დნეპრამდე]]. ამავე დროს რუსეთის ფლოტი [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] [[ხმელთაშუა ზღვა]]ში უნდა შესულიყო [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] ბლოკირებისათვის და [[საბერძნეთი|საბერძნეშთი]] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.