საქართველოს ეროვნული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Gnmuseum-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 14:
}}
 
'''საქართველოს ეროვნული მუზეუმი''', საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის [[2004]] წლის [[30 დეკემბერი|30 დეკემბრის]] ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი]], [[სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი]], [[გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი]] (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), [[შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი]] (ფილიალები: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი), [[საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი]], [[დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი]], [[ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი]], [[იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი]] (ქარვასლა), [[სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი]] და [[ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი]].
 
ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის წამყვანი მუზეუმების ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა.