საქართველოს ეროვნული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა== საქართველოს ეროვნული მუზეუმი ==
| სახელი = საქართველოს ეროვნული მუზეუმი
| სურათი = natmuseumgeorgia.jpg
| სურათისზომა = 350
| წარწერა = მუზეუმის შენობა რუსთაველის გამზირზე.
| დაარსდა =
| დამაარსებლები =
| სტატუსი =
| ექსპონატი =
| მდებარეობა = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| ვიზიტორები =
| დირექტორი =
| ვებსაიტი = [http://www.museum.ge/web_page/index.php www.museum.ge]
}}
 
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. მის შემადგენლობაშია: 11 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
'''საქართველოს ეროვნული მუზეუმი''', საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის [[2004]] წლის [[30 დეკემბერი|30 დეკემბრის]] ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი]], [[სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი]], [[გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი]] (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), [[შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი]] (ფილიალები: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი), [[საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი]], [[დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი]], [[ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი]], [[იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი]] (ქარვასლა), [[სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი]] და [[ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი]].
 
ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.
ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის წამყვანი მუზეუმების ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა.
 
ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან ყველაზე ძველი, — ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა [[1852]] წელს, როგორც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი. [[1919]] წლამდე მას კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა. აქ თავმოყრილია მილიონ-ნახევრამდე ექსპონატი, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფას და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია პეტროგრაფიული, პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები; უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სამონეტო განძი; XIX და XX საუკუნეების ფოტომასალა.
 
== '''მუზეუმები''' ==
[[2004]] წლიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია პროფესორი [[დავით ლორთქიფანიძე]].
 
| სახელი =* საქართველოს ეროვნული მუზეუმი
==შენობები==
* საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
მუზეუმის ძირითად ნაწილს მთელი კვარტალი უჭირავს [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის გამზირს]], ლ. გუდიაშვილის, ნ. ვაჩნაძის და ა. ფურცელაძის ქუჩებს შორის. იგი ქრონოლოგიურად და სტილისტურად განსხვავებული ნაგებობებისგან შედგება, რომლებიც განაშენიანების სიღრმეში მოქცეული ეზო-ბაღით არის გაერთიანებული. გამზირისპირა საგამოფენო კორპუსი, კავკასიის მუზეუმის ა. ზალცმანისეული შენობის ნაცვლად, 1910 წელს შექმნა არქიტექტორმა ნილოკოზ სევეროვმა (რუსთაველის გამზ. N3). ნაგებობა მონუმენტურობითა და შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრული დეკორის გამოყენებით გამოირჩევა.
* ხელოვნების მუზეუმი
 
* თბილისის ისტორიის მუზეუმი
1874 წელს [[ალბერტ ზალცმანი]]ს მიერ აგებულ ქალთა გიმნაზიის შენობასა (ლ. გუდიაშვილის N10) და მის მიმდებარე, შეულესავი აგურის სამსართულიან ნაგებობაში ამჟამად მუზეუმის საფონდო ნაწილია განთავსებული. მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსი ა. ფურცელაძის ქუჩაზე 1989 წელს აშენდა არქ. ვ. ქურთიშვილის პროექტით.
 
==გამოფენები==
პალეონტოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოში აღმოჩენილი განამარხებული ცხოველები, ასევე, დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათრილი "პირველი ევროპელების" - ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ადამიანების (Homo Ergaster) ძვლოვანი ნაშთები, რომელთა ასაკი 1,8 მილიონ წელს აღწევს.
 
წინაფეოდალური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის განვითარების ისტორიას ქვის ხანიდან XVIII საუკუნებდე. მოქმედებს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი გამოფენა. ეთნოგრაფიული გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველთა ტრადიციული საცხოვრისი, ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაული და იარაღ-საჭურველი.
 
ლაპიდარიუმში ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები გვერდით გამოფენილია საქართველოში აღმოჩენილი არამეული, ბეძნული, ებრაული, სომხური და არაბული წარწერები, ურარტული წარწერბის კოლექცია კი ერთ-ერთი უმდიდერესია მსოფლიოში.
 
მუზეუმის საგანგებო საცავში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კახეთსა და თრიალეეთში (ძვ. წ III-II ათასწლ.) ვანსა და ახალგორში (ძვ. წ. V-IV სს.), მცხეთაში, ზღუდერში, ჟინვალსა და ურეკში (I-IV სს.), დმანისში (XIII ს.) და სხვ. აღმოჩენილი ოქრომჭედლობის უნიკალური ნივთები. აქვს წარმოდგენილია საქართველოში მოჭრილი და უცხოური მონეტების ყველა ტიპი, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მიმოიქცეოდა საქართველოში.
 
 
==ლიტერატურა==
*"საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006, მეორე გამოცემა, ISBN 99940-0-923-0
 
==რესურსები ინტერნეტში==
* http://museum.ge/
 
{{საქართველოს ეროვნული მუზეუმი}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანება| ]]
[[კატეგორია:თბილისის მუზეუმები]]