პლაგიოკლაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
}}
'''პლაგიოკლაზები''' ([[ბერძნ.]] plágios – ირიბი და klásis – მტვრევა, გაპობა) — [[სილიკატები]]ს კლასის [[მინდვრის შპატები]]ს ჯგუფში შემავალი მინერალები. ქიმიური შედგენილობის მხრივ, პლაგიოკლაზები წარმოადგენს ნატრიუმ-კალციუმიანი ალუმინისილიკატების — [[ალბიტი]]სა და [[ანორთიტი]]ს უწყვეტ იზომორფულ რიგს. პლაგიოკლაზები კრისტალდება [[ტრიკლინური სინგონია|ტრიკლინურ სინგონიაში]]. კრისტალები, ჩვეულებრივ, წარმოქმნის რთულ მრჩობლებს. ახასიათებს ტკეჩადობა ორი მიმართულებით. თეთრი და მონაცისფროა. [[ლაბრადორი|ლაბრადორსა]] და [[ოლიგოკლაზი|ოლიგოკლაზს]] ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2620-2760 კგ/მ³. პლაგიოკლაზები [[მაგმური ქანები]]ს ძირითადი ქანთმაშენი მინერალები, გვხვდება აგრეთვე [[მეტამორფული ქანები|მეტამორფულ ქანებში]] და ჰიდროთერმულ ძარღვებში. ჰიდროთერმული ხსნარების ზემოქმედებით და აგრეთვე [[გამოფიტვა|გამოფიტვის]] შედეგად გადადის [[ჰიდროქარსები|ჰიდროქარსებში]], ეპიდოტის ჯგუფისა და თიხის მინერალებში. ირიზაციის მქონე ოლიგოკლაზი — [[მთვარის ქვა]] და [[ლაბრადორი]] სანახელავო ქვაა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|8|90|}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლაგიოკლაზები“-დან