ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Church of urtkhva.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|<center>ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია''' — [[ეკლესია]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ურთხვა|ურთხვის]] [[ჩრდილოეთი]]თ, 2 კმ-ზე, მაღალი მთის ფერდობზე, სასაფლაოზე.
 
[[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]] (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეტითჩრდილოეთით (გადაკეთებულია ნიშად). [[აფსიდი]] არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი - [[დასავლეთი]]თ, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ [[მაცხოვარი|მაცხოვრის]] გამოსახულების კვალი ჩანს.
 
ს ა მ რ ე კ ლ ო (3,5 X 3,5 მ) ეკლესიიდან სამხრეთით 20 მეტრზე იდგა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოქცეული იყო [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათოვანი]] გადახურვა, შემორჩენილი იყო მხოლოდ სვეტები და მათზე გადაყვანილი აგურის შეისრული თაღები. სამრეკლოს [[აღმოსავლეთი]]ს და [[სამხრეთი]]ს ღიობები ამოშენებული იყო ნატეხი ქვით.