ვანის ქვაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ვანის ქვაბები.JPG|300პქ|მინი|<center>ვანის ქვაბები, წმინდა გირგის ტაძარი<br /><small>ლაშა ხაჩიძის ფოტო</small></center>]]
 
'''ვანის ქვაბები''', ''ვაჰანის ქვაბები'' — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, [[VIII საუკუნე|VIII]]-[[XVI საუკუნე]]ების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპალიტეტში]] ([[ასპინძა|ასპინძიდან]] 27 კმ დაშორებით), მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.
[[ფაილი:Vanis Kvabebi1.jpg|thumb|right|ვანის ქვაბები]]
 
დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. [[IX საუკუნე|IX]]-[[XI საუკუნე|XI]] სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. [[1089]] წელს ძლიერი [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, [[1191]] წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. [[1191]]-[[1204]] წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. [[თამარი]]ს მეფობის ხანაში ([[1184]]-[[1213]]) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო [[ეგვტერი]] და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცესმა]] [[ანტონ გნოლისთავისძე|ანტონ]] ჭყონდიდელმა [[1204]] წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების [[1204]]-[[1283]] წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. [[1204]]-[[1234]] წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი [[ვაჰანის ქვაბთა განგება|"ვაჰანის ქვაბთა განგება"]], , [[1265]]-[[1283]] წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. [[1283]] მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.
Line 6 ⟶ 7:
[[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე]]ებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. [[1551]] წელს სპარსელებმა, ხოლო [[1576]] წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესტან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.
 
[[ფაილი:Vanis Kvabebi1.jpg|thumb|rightleft|ვანის ქვაბები]]
[[ფაილი:The church.jpg|thumb|left|ვანის ქვაბები;წმ. გიორგის ტაძარი]]განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი.
 
სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანის_ქვაბები“-დან