Imagine Dragons: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მუსიკოსი |სახელი = <br />Imagine Dragons<br /> |სურათი = Imagine_Dragons,_2012.jpg |სუ...
(განსხვავება არ არის)

11:33, 5 სექტემბერი 2013-ის ვერსია

Imagine Dragons — ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებათ დაასახელა 2012 წელს, ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნმა მათი ჰიტი Radioactive ყველაზე დიდ როკ-ჰიტათ მონათლა.


Imagine Dragons

ბიოგრაფია
წარმოშობა ლას ვეგასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი
ალტერნატიული როკი
ელექტრონული მუსიკა
აქტიური 2008–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope Records KIDinaKORNER
წევრები დენ რეინოლდსი
ბენ მაკკი
უეინ სერმონი
დენ პლატცმენი
ყოფილი წევრები ენდრიუ ტოლმანი
ბრიტანი ტოლმანი
საიტი www.imaginedragonsmusic.com/
Imagine Dragons ვიკისაწყობში

ჯგუფის ფორმირება

Imagine Dragons - ინდი-როკ ჯგუფი, რომელიც ოთხი წევრისგან არის შემდგარი. ჩამოყალიბდა ლას ვეგასში 2008 წელს. ჯგუფის სახელი ანაგრამა არის, რომლის ახსნაც მხოლოდ ჯგუფის წევრებმა იციან. ჯგუფის იდეა "ფრონტმენს" დენ რეინოლდს მოუვიდა, როდესაც იგი "ბრიგამ იანგის" უნივერსიტეტში სწავლობდა. ჯგუფში მან თავისი მეგობარი უეინ სერმონი მოიწვია, რომელიც კარგად უკრავდა გიტარაზე. ჯგუფი ნელ-ნელა ყალიბდებოდა და ლას ვეგასში კი მათ ბასისტი ბენ მაკკი და დრამერი დენ პლატცმენი შეუერთდა. 2009-ის თებერვალში ჯგუფმა თავისი 1-ლი მინი-ალბომი Imagine Dragons ჩაწერა. ხოლო აპრილში კი მე-2 მინი-ალბომი Hell and Silence ჩაწერეს. 2-ვე ალბომი ჯგუფმა Battle Born Studios-ში ჩაწერეს. რადიოში წარმატებული ჩარტების შემდგომ მათ ყოველწლიურ ფესტივალზე Bite of Las Vegas მიიწვიეს, სადაც ბრწყინვალედ გამოვიდნენ, რის მერე Las Vegas Weekly-იმ საუკეთესო ინდი-ჯგუფ 2010-ად დაასახელა. ჯურნალმა Vegas Seven-მა კი პრემია "საუკეთესო ფირი 2011" გადასცა. 2011-ის ნოემბერში ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ხმისჩამწერსტუდიასთან Interscope Records-თან, სადაც მათ თავიანთი მორიგი ალბომი Continued Silence ჩაწერეს, რომელიც 14 თებერვალს 2012 წელს გამოვიდა. 4 სექტემბერს სამყარომ ჯგუფის 1-ლი სრულ ალბომს Night Visions მოუსმინა, რომელმაც ნელ-ნელა დიდი პოპულარულობა და წარმატება მოუტანა ჯგუფს.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომი
EP ალბომები

რესურსები ინტერნეტში