ავრანლოს ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
პირველი (ქვედა) საფეხური ანუ ტერასა შესდგება გრძელი ზღუდისგან, რომელიც რკალისებრი გეგმისაა, მთაზე მიყუდებული, სიგრძით 100 მეტრამდე, სიმაღლით 3-4 მ., ზოგან 4,5 მ, სისქით. 2- 2,5 მ. მას აქვს ერთი კარი წყაროს მახლობლად შემდეგი ზომისა: სიმაღლით, სისქითა და სიგანით 1,5 მ.; იგი გადახურულია უზარმაზარი ქვით, რომლის სიგრძეა 2,25 მ., სიგანე 1,5 მ. ამ ზღუდესა და მთას შორის მოგრძო ტერიტორიაზე ერთადერთი შენობაა, ისიც ქრისტიანული პერიოდისა, სახელდობრ პატარა ეკლესია, რომელიც უკანასკნელ ხანშია განახლებული: იგი მიშენებულია ზედ კლდეზე, რომელშიც პაწაწა გამოქვაბულია (ქვაბი) გამოკვეთილი, ეკლესიასთან ჩრდილოეთ მხრიდან შეერთებული. ამ საეკლესიო კომპლექსის გვერდით, დასავლეთისკენ ზღუდის წვერამდე მეტადრე ზღუდის შემდეგ, აუარებელი გამოქვაბულებია, ზოგი დაუმუშავებელი, ზოგი კი ოდნავად დამუშავებული. მეორე (საშუალო) ტერასა, რომელიც მთის ფერდობის შუა სიმაღლეზეა, ოთკუთხედის გეგმისაა, რამდენიმე მეტრის სიგრძისა და სიგანისა; იგი წარმოადგენს ნაციხარს. მესამე (ზევითი) ტერასა კი, რომელიც მთის წვერზეა, შედარებით უფრო დიდი ნაციხარია, ოთკუთხედის გეგმისა; სიგრძით 25 მეტრი, სიგანით 18 მ. კედლის სისქე 3-4 მ. იგი თითქმის-მთლად დაშლილია და განადგურების გზას ადგია.
 
ციხესიმაგრეს [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
== ლიტერატურა ==
* ლ. მელიქსეთ -ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ. 1938
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:წალკის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]