ალექსანდრე წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
No edit summary
ხაზი 21:
}}
 
'''ალექსანდრე წერეთელი''' (დ. [[1 ნოემბერი]], [[1889]], სოფელი [[ცხრუკვეთი]] ([[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]]) ― გ. [[29 მარტი]], [[1967]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1956]]), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1927]]), პროფესორი ([[1927]]).
 
დაიბადა ზემო [[იმერეთი]]ს სოფელ [[ცხრუკვეთი|ცხრუკვეთში]], თვალსაჩინო სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტკეთილმოწესე დეკანოზის [[იოსებ წერეთელი|იოსებ წერეთლიწერეთლის]] ოჯახში.
 
=== განათლება ===
ხაზი 31:
=== ალ. წერეთლის მოღვაწეობა 1915-1921 წლებში ===
 
ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. [[1915]]-[[1918]] წლებში იგი ძველი მსოფლიოს და [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიას ასწავლიდა [[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში]], რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის წარმომადგენლები [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] და [[ხუნდაძე, სილოვან|სილოვან ხუნდაძე]]. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. [[1918]] წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო "ძველი ისტორია". იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.
 
ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) დაფუძნების საქმეს: [[1917]]-[[1918]] წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.
 
წერეთელი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იგი იყო ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. [[1917]]-[[1919]] წლებში არჩეული იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრად. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტს. [[1919]]-[[1921]] წლებში იყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).
 
=== 1921-1935 ===
ხაზი 43:
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, [[1922]] წლიდან ალ. წერეთელი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად. [[1927]] წელს მონოგრაფიისათვის "ლუკიანე სამოსატელი" მას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. [[1927]]-[[1935]] წლებში იგი იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე. ამ წლებში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა. ამავე პერიოდში გამოიცა მისი მონოგრაფიები: "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი".
 
ერთხანს ალ. წერეთელი ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დირექტორის მოვალეობას. ამასთან, 1920-იანი წლების შუა ხანებში არჩეული იყო განათლების სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) კოლეგიის წევრად.
 
=== 1935-1955 ===
ხაზი 51:
=== 1955-1967 ===
 
ალ. წერეთელი გადასახლებიდან დაბრუნდა [[1955]] წლის დამლევს. [[1956]] წლის დამდეგს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის პროფესორად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. [[1956]] წელსვე მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. ამასთან, მას აღუდგინეს 1937 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება.
 
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია "სირია და ფინიკია" (1956), სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.
 
[[1964]] წელს, დაბადებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, იგი დაჯილდოვდა თსუ-ის უმაღლესი ჯილდოთი, - აკადემიკოს [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილისჯავახიშვილი]] სახელობის მედლით.
 
პროფესორი ალექსანდრე წერეთელი გარდაიცვალა [[1967]] წელს, 78 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, [[პანთეონი (დიდუბე)|საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].