სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
== გეოგრაფია ==
 
სამეგრელო–ზემო სვანეთი მდებარეობს [[საქართველო]]ს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. [[რეგიონი]]ს ტერიტორია [[საქართველო]]ს ტერიტორიის 10.6%-ია, რაც შეადგენს 7.4 ათას კვ. [[კმ]]-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო [[ტყე|ტყეებს]] უკავიათ 3.01 ათასი კვ. [[კმ]]. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40.7%.
 
დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს [[შავი ზღვა]] ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით — [[აფხაზეთი]], რომელთანაც საზღვარი მდინარე [[ენგური|ენგურზე]] და [[კოდორის ქედი|კოდორის ქედზე]] გადის, ჩრდილოეთით — [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტები: [[ყარაჩაი-ჩერქეზეთი]] და [[ყაბარდო-ბალყარეთი]] არიან გამოყოფილი [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]თ, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — [[რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი|რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე]], რომელთანაც [[სვანეთის ქედი|სვანეთის]] და [[ეგრისის ქედი|ეგრისის]] ქედებზე და [[ასხის მასივი|ასხის მასივზე]] გადის საზღვარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — [[იმერეთი]] და სამხრეთით — [[გურია]].
 
ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ „ჭერად“ ითვლება. მისი ტერიტორიის 96% ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხოლო 65.8% 2000 მეტრზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.