ბიჭვინთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 31 აგვისტო}}
[[ფაილი:Pitsunda Cathedral.jpg|300px|მინი|წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი]]
'''ბიჭვინთის ტაძარი''' — [[X საუკუნე|X საუკუნის]], [[ბიჭვინთის საეპისკოპოსო]]ს საკათედრო ტაძარი, მდებარეობს [[ბიჭვინთა]]ში. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც [[აფხაზეთი]]ს ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიურ]] შენობებთან.
 
ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ [[ჯვაროვან-გუმბათოვანი|ჯვაროვან-გუმბათოვან]] ნაგებობას, რომელსაც [[დასავლეთი]]თ [[ნართექსი]] აქვს, ხოლო [[აღმოსავლეთი]]თ 3 შვერილი [[აფსიდი]]. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, უფრი გვიან, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც). ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი [[პატრონიკე]]თია აღჭურვილი. [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათი]] ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ბიჭვინთის ტაძარი ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. [[გუმბათის ყელი]] მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] II ნახევარში იგი ერთიანად შელესეს, თეთრად შეღებეს და მოხატეს, რის გამოც ძველი მოხატულობა განადგურდა. ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე, რომლის კედლებზე შემონახული მოხატულობა [[XVI საუკუნე|XVI საუკუნი]]ს II ნახევრით თარიღდება. [[1966]] წელს დიდი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს. სამუშაოების შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რომელიც საძვალის მოხატულობის თანადროულია. ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა, პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებია. სენაკების ყოფილი შენობის I სართულზე ბიჭვინთის მუზეუმია მოწყობილი. ბიჭვინთის ტაძარი მოქმედია. ამჟამად ოკუპირებულია [[რუსეთი]]ს მიერ<ref>[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=19132&lang=ge საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ]</ref>.
 
== ლიტერატურა ==
{{ქე|1|447-448}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}