სილოვან ხუნდაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 21:
|შვილები = [[ფატი ხუნდაძე]]
|ჯილდოები =
|ვებ-გვერდისაიტი =
|სხვადასხვა = [[რაჟდენ ხუნდაძე|რაჟდენ ხუნდაძის]] ძმა
}}
ხაზი 39:
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე აირჩიეს [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] დამფუძნებელ წევრად. [[1913]] წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. [[1916]] წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, [[1910]] წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.
 
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა [[ილია ჭავჭავაძე]]ს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა.
 
{{ციტატა|საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: "მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია"-ო!|სილოვან ხუნდაძის გამოსათხოვარი სიტყვა}}
ხაზი 45:
ილიას ხსოვნას მიეძღვნა იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები "ილია ჭავჭავაძის სახსოვრად" და "მკვლელები და მცველები".
 
[[1914]] წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და "ატესტატების სიმცირის" საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა - იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა მისმა თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე შეხვდა და ხელი არ ჩამოართვა. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. ხუნდაძე გიმნაზიას [[1916]] წლის დამლევს დაუბრუნდა.
 
[[1917]] წლის [[17 მაისი|17 მაისს]] ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა [[თბილისი|თბილისში]] ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა "თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება".
ხაზი 53:
==ლიტერატურული მოღვაწეობა==
 
[[1882]] წლიდან სილოვან ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები და სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერია", "დროება", "ცნობის ფურცელი", "განათლება", "სამშობლო" და სხვა. [[1914]] და [[1926]] წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. [[1901]]-[[1902]] წლებში ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა ხუნდაძის "ჩემი აზრი და ფიქრები".
 
სილოვან ხუნდაძე ითვლება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ დამდგენად. მისი სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია: "ქართული გრამატიკა" (ორ ნაწილად, 1904, მეორე გამოცემა - 1921), "სალიტერატურო ქართული" (1901), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1914), "რაფიელ ერისთავი" (1918), "გრიგოლ ორბელიანი" (1917), "ვახტანგ ორბელიანი" (1918), "აკაკი წერეთელი" (1918), "ილია ჭავჭავაძე" (1919), "შოთა რუსთაველი" (1921), "ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები" (1927). საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები: "ქართული ზმნები" (ქუთაისი, 1891) და "სალიტერატურო ქართული" (ქუთაისი, 1901).
ხაზი 60:
 
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.
{{DEFAULTSORT:ხუნდაძე, სილოვან}}
 
{{DEFAULTSORT:ხუნდაძე, სილოვან}}
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]