სამსრის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 3 interwiki links, now provided by Wikidata on d:q3648707 (translate me)
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1:
'''აბულ-სამსარის ქედი''' — მერიდიანული [[ქედი]] სამხრეთ საქართველოში. [[ახალქალაქის პლატო]]ს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდ. ქციის, ხოლო სამხრეთით მდ. ფარავნის ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: [[თავკვეთილი]] (2583 მ), [[შავნაბადა (სამსარი)|შავნაბადა]] (2929 მ), [[სამსარი]] (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი [[კალდერა|კალდერით]]. სამხრეთით აღმართულია აბულ-სამსარის ქედის და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა [[დიდი აბული]] (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით — [[პატარა აბული]] (2800 მ). მთების ფერდობები და ძირი მოფენილია [[კარკალი]]თ — ე. წ. ქვის ზღვებით.
[[File:Mountain Samsari.JPG|thumb|სამსარის მთის ხედი]]
 
სამსარის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები : [[ცირკი (მყინვარული)|ცირკები]], [[კარი (გლაციოლოგია)|კარები]] და [[ტროგი|ტროგები]]. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსარის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამსრის_ქედი“-დან