შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
(clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB)
| გავლენა მოახდინეს =[[ნიზამი]], [[ფირდოუსი]], [[გურგანი]]
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| ვებგვერდი =
| ხელმოწერა =
| სქოლიო =
 
== წარმომავლობა ==
[[ფაილი:Shota_RustaveliShota Rustaveli.jpg|thumb|left|200px|შოთა რუსთაველის ფრესკა [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში]]]]
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
 
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე [[XV საუკუნე|XV]]-[[XVIII საუკუნე]]ების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს [[რუსთავი|რუსთავს]] და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან [[თეიმურაზ I]] (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე ([[გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის]] მიერ [[1757]]-[[1758]] ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ]]) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, [[ვაზირი]], [[თამარ მეფე]]სთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი [[არჩილ II]]. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
 
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ [[1160]]-[[1165]] წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის [[თამარ მეფე|თამარისა]] და მისი მეუღლის [[დავით სოსლანი|დავით სოსლანის]] ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
 
[[1960]] წელს [[პალესტინა]]ში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები [[აბაშიძე, ირაკლი|ი. აბაშიძე]], [[წერეთელი, გიორგი ვასილის ძე|გ. წერეთელი]], [[შანიძე, აკაკი|ა. შანიძე]], რომელთაც [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტერში]] მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო [[მეჭურჭლეთუხუცესი]] [[თამარ მეფე|თამარის]] კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
 
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც [[პავლე ინგოროყვა]]მ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით,
შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
 
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის [[კოხტათავის შეთქმულება]]ში.
|მეტავიკი =
}}
 
* [http://www.my-message.com/literature/182-from-the-portrait-to-the-sonnet?start=1 ვეფხისტყაოსნის პირველი რუსული თარგმანის შესახებ.]
* [http://home.ner.ge/?p=89 შემოქმედება ner.ge - ზე].
49,737

რედაქტირება