პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB)
| სურათი= Paolo Iashvili.jpg
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი = [[პაოლო იაშვილი]]
| დაბადების თარიღი = [[29 ივნისი]], [[1894]]
| დაბადების ადგილი = [[გამოღმა არგვეთი]]
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| ვებგვერდისაიტი =
| სქოლიო =
}}
 
===განათლება===
[[1900]] წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა]]” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: [[ვალერიან გაფრინდაშვილი]] და [[ტიციან ტაბიძე]]. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა [[1905 წლის რევოლუცია |1905 წლის რევოლუციის]] მოახლოების შედეგად.
 
[[1911]] წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო [[ანაპა]]ში - კერძო გიმნაზიაში. [[1913]] წელს პაოლო [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრა და [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ მწერალთა]] შემოქმედებამ. [[1915]] წელს [[პირველი მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
[[საქართველოს მწერალთა კავშირი|მწერალთა კავშირი]]ს დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
 
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "[[ვეფხისტყაოსანი]]". პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს. <ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>
 
 
 
მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე აღინიშნებოდა, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს – [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს გასაბჭოების დღეს]] და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".
 
1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. <ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref>
 
მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [http://lib.ge/each_author.php?364 პაოლო იაშვილის ლექსები lib.ge-ზე]
* [http://burusi.wordpress.com/literature/paolo-iashvili/ პაოლო იაშვილი, ცხოვრება, შემოქმედება]
{{DEFAULTSORT:იაშვილი, პაოლო}}
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1894]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]
49 737

რედაქტირება